ეს წარმატება მას საკუთარი თავის რწმენას და დამატებით სტიმულს მისცემს - კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა, რომ მოგება ყველასთან შეუძლია
მოგეხსენებათ, 1-ელ დეკემბერს ხარკოვში დასრულდა მსოფლიოს საკლუბო თასის გათამაშება, რომელიც წლეულს მხოლოდ მესამედ ჩატარდა.

- მსოფლიოს საკლუბო თასზე "ჩემპიონმა" მეხუთე ადგილი დაიკავა

მასში ჩვენგან გიორგი გოგშელიძის მიერ ახალჩამოყალიბებული კლუბი "ჩემპიონი" გამოდიოდა, რომელმაც მთლად წარმატებით ვერ იჭიდავა - ჯგუფში ერთი შეხვედრა მომავალ ჩემპიონთან, ამერიკულ "ტიტანი მერკურთან" დათმო და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.

სამაგიეროდ, ტურნირი წარმატებული გამოდგა ჩვენი კლუბის წევრ ელიზბარ ოდიკაძისთვის (97), ვინც შეჯიბრების საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს.

ჩვენმა ევროპის ვიცე-ჩემპიონმა და მესამეპრიზიორმა ხარკოვში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო, თუმცა ამათგან განსაკუთრებით გამოსარჩევი სწორედ ქვეჯგუფში ამერიკელებთან წაგებული გუნდური პაექრობა იყო - ამ შეხვედრაში "ჩემპიონი" 3:5 კი დამარცხდა, მაგრამ ოდიკაძემ თავისი წილი პირადი ორთაბრძოლა მოიგო. თანაც ვისთან? ოლიმპიურ ჩემპიონ კაილ სნაიდერთან!

არ ვიცით, რა შედეგებს მოიპოვებს ოდიკაძე მომავალში; ღმერთმა ქნას, უდიდესი სიმაღლეები დაიპყროს, მაგრამ ამ იანკმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი მის კარიერაში - ალბათ, ოდიკაძე ვერასოდეს დაივიწყებს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მასთან წაგებულ მართლაც საოცარ ნახევარფინალს. მაშინ ქართველმა ამერიკელს იშვიათი სილამაზის კისრული გაუკეთა და 4-ქულიანზე გაშხლართა.

ეს ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი, ყველაზე გამორჩეული გდება იყო, მაგრამ სწორედ ეს ექცა საბედისწეროდ, რამეთუ დაიბნა, ვერაფრით დაალაგა ჭიდაობა და ვერც გავეშებული მეტოქის მასირებულ შეტევებს დაუპირისპირა რამე ღირებული. მაშინ ოდიკაძემ ფინალში გასვლის საოცარი შანსი დაკარგა, რამაც ისე გატეხა, ვერც ბრინჯაოს მედლისთვის შეძლო სათანადოდ ჭიდაობა და საბოლოოდ უმედლოდ დარჩა, მეხუთე ადგილზე გავიდა.

ოდიკაძემ ამერიკელს რევანში ახლა აუღო, თუმცა შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ის ფრედ დასრულდა - 2:2, ჩვენებურმა კი გამარჯვება დამატებითი მაჩვენებლებით მოიპოვა. ოდიკაძემ ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და უფრო თავდაცვაზე, მეტოქის შეტევათა ჩაშლაზე ზრუნავდა. ამისთვის დაისაჯა კიდეც და 0:2 ჩამორჩა. ორივე ქულა პასიურობის ნიადაგზე დაკარგა (პირველად 30-წამიანი ჩაურთეს), თუმცა შემდეგ გააქტიურდა და ფეხიდან აყვანილი მშვენივრად გამოცერა, 2-ქულიანზე გადააგდო.

ეს წარმატება მას საკუთარი თავის რწმენას და დამატებით სტიმულს მისცემს - კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა, რომ მოგება ყველასთან შეუძლია.

სნაიდერის გარდა, ოდიკაძემ ხარკოვში უკრაინელი ანდრეი ვლასოვი 10:0, მონღოლი ულზისაიხანი 6:0, ხოლო ირანელი ბახტიარ ელიასი 10:2 დაამარცხა.

საუკეთესოდ მისი დასახელება სულაც არაა შემთხვევითი, რადგან ოდიკაძე ლამაზი ქართული სტილით გამოირჩევა.

ხარკოვში ასევე ოთხივე შეხვედრა მოიგო ჩვენი კლუბის კიდევ ერთმა წევრმა - მძიმეწონოსანმა გიორგი მეშვილდიშვილმა.

უდანაკარგოდ მოასპარეზენი სხვა კლუბებსაც ჰყავდათ, თუმცა ორგანიზატორებმა მაინც ოდიკაძე გამოარჩიეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს" - პეტიმ იამალზე ისაუბრა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
"ეს მსოფლიო სპორტული საზოგადოების სახეში დარტყმაა!" - სავარაუდოდ, თბილისში სანქცირებული რუსი მოფარიკავეები ჩამოდიან, ამ ამბავს უკრაინელთა დიდი პროტესტი მოჰყვა
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
თავისუფალი ჭიდაობა. სომხეთის ტურნირი: მედალთცვენა ვანაძორში
ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]
კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
ქართველმა მოჭიდავეებმა კიევის ტურნირზე 11 მედალი მოიპოვეს
"მოჭიდავეს წაგება არ უნდა აშინებდეს, მის გარეშე მოგება არ მოდის"
ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა
პოლონეთის ტურნირი: ქართველთა პოლონური გამოფენა - 3 ოქრო და 7 ბრინჯაო
დოპინგ-სკანდალი - დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება?
მსოფლიოს საკლუბო თასზე "ჩემპიონმა" მეხუთე ადგილი დაიკავა
ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]
"ჩემპიონი" მსოფლიოს საკლუბო თასზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
შმაგი ბოლქვაძე ჩემპიონია - 5 მედალი კიევის ტურნირზე პირველ საჭიდაო დღეს [VIDEO]
პოლონეთის ტურნირი: ქართველების სამი ბრინჯაოს მედალი
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში გიორგი გოგშელიძის კლუბი "ჩემპიონიც" გამოდის
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]
დოპინგ-სკანდალი: ზოიძეს ოქროს აძლევენ, მელიას ვერცხლს ართმევენ
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება