თუმცა ჩეხეთმა თამაშის შემოტრიალება შეძლო. თავი ტომაშ ნეციდმა გამოიჩინა, რომელიც ადრე რუსეთში (ცსკა) თამაშობდა. მან ჯერ ტომაშ როსიცკის გაატანინა, მერე კი, მატჩის უკანასკნელ წუთზე თავად გაიტანა - 2:1 ჩეხეთის სასარგებლოდ.
"მოგების ემოციები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მეტოქე დავჩაგრეთ და გამარჯვებას აუცილებლად ვიმსახურებდით. უფრო თანაბარი თამაში იყო. ნეციდმა კარგად ითამაშა, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი, რომ
ნოლიტოს და მორატას დუბლებით
ავსტრიულ ზალცბურგში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა ქვა-ქვაზე არ დატოვა სამხრეთ კორეის ნაკრებისგან - 6:1. "ფურია როხას" შემადგენლობაში დუბლები მიითვალეს ნოლიტომ და ალვარო მორატამ. თითო გოლი კი დავიდ სილვასა და სესკ ფაბრეგასის ანგარიშზეა. აღსანიშნავია ნოლიტოს კარგი ფორმა, "სელტას" შემტევმა ესპანელთა წინა ამხანაგურ მატჩშიც (3:1 ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ) დუბლი შეასრულა. კორეასთან მატჩის 55-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 5:0 იყო.
"მშვიდად ვითამაშეთ, ნაკრებმა განსაკუთრებით მხოლოდ პირველ ოც წუთში მოინდომა. ზედიზედ ორი გოლი გავიტანეთ და ყველაფერი გაირკვა. ვფიქრობ, გუნდი მზად არის ევროპის ჩემპიონატისთვის. კორეელებს მეტი შეეძლოთ, ანგარიში მატყუარაა. ევრო 2016-ზე ფავორიტებად ვითვლებით, მაგრამ კონკურენცია არნახულია. ჩვენი ოცნება კი კვლავ ჩემპიონობაა", - განაცხადა მატჩის შემდეგ ვისენტე დელ ბოსკემ.
პელე დაიმტვრა
იტალიის ნაკრების შეკრებაზე მუხლი დაიზიანა "საუთჰემპტონის" ფორვარდმა გრაციანო პელემ. 30 წლის პელემ ვარჯიში მიატოვა, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა. მართალია, პელე საბოლოო განაცხადშია, მაგრამ მწვრთნელებს სერიოზული ტრავმის შემთხვევაში, ცვლილების განხორციელების უფლება აქვთ. შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს გუნდს ისედაც ვერ ეხმარებიან ტრავმების გამო კლაუდიო მარკიზიო, მარკო ვერატი და რიკარდო მონტოლივო. სამივე ნახევარმცველი ნაკრებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. თუ მათ პელეც შეემატება, იტალიის ნაკრების შემტევი პოტენციალი კიდევ უფრო დაიკლებს.
რამდენს მიიღებენ ფრანგები ჩემპიონობისთვის?
"ეკიპის" ცნობით, საფრანგეთის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი 300 ათას ევროს მიიღებს, თუ გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში ფრანგი ფეხბურთელები 250-250 ათასი ევროთი გამდიდრდებიან. ასევე გაწერილია საჰონორარო თანხა დიდიე დეშამის გუნდისთვის ნახევარფინალისტობისა და ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში. შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ფრანგებს მეტოქეებად ალბანეთის, რუმინეთისა და შვეიცარიის ნაკრებები ეყოლებათ.
პუიოლის აზრით
ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა კარლეს პუიოლმა ევრო 2016-ის ფავორიტები დაასახელა. მისი აზრით, ჩემპიონატის მოგების საუკეთესო შანსები გერმანიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს აქვთ. პუიოლმა აგრეთვე აღნიშნა, რომ უახლოეს ხანებში სამწვრთნელო კარიერის დაწყებას არ აპირებს. ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"