ამხ.მატჩები: დაუნდობელი ხორვატია და ფრანგების იოლი გამარჯვება

AutoSharing Option
დღეს, 4 ივნისს, რამდენიმე ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ხორვატიამ სან მარინო არ დაინდო და მეტოქე ანგარიშით 10:0 გაანადგურა. ჰეთ-თრიკი გაიფორმა მარიო მანჯუკიჩმა, ნიკოლა კალინიჩმა - დუბლი,  მარკო პიაჩამ, დარიო სრნამ, ივან პერისიჩმა, ივან რაკიტიჩმა და ლოვრე კალინიჩმა კი სან მარინოელებს თითო-თითო გოლი აკმარეს.

თავისი შეხვედრა მოიგო გერმანიის ნაკრებმაც, რომელმაც უნგრეთის ნაკრები მიიღო და ადამ ლანგის ავტოგოლითა და თომას მიულერით გოლით 2:0 იმარჯვა.

იოლი გამარჯვება მოიპოვეს ფრანგებმა. დიდიე დეშამის გუნდი ამხანაგურად შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 3:0 მოუგო. დუბლი გაიფორმა ოლივიე ჟირუმ, კოშიელნიმ
კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა მატჩები კი შემდეგნაირად დასრულდა:
ავსტრალია - საბერძნეთი 1:0;
ესტონეთი - ლატვია 0:0;
ავსტრია - ჰოლანდია 0:2;
სლოვაკეთი - ჩრ.ირლანდია 0:0.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი მობილიზაციის პირობებში სან-მარინოსთან ფრე რეალურია და თუ ცოტა გაგვიმართლა,შეიძლება მოვუგოთ კიდეც!
გაგა
06 ივნისი 2016 09:39
0
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ახლანდელ შესარჩევზე, ფარერებმა ორივე შეხვედრა მოუგო საბერძნეთს. საქართველოს ნაკრებს, თავისი 25 წლიანი ისტორიის მანძილზე, თუ არა ვცდები, საბერძნეთთან ერთი მატჩიც არ მოუგია. სხვა გუნდებზე აღარაფერს ვამბობ და მაგალითის მოსაყვანად, ესეც საკმარისია! ჯობია,მთლიანად რაგბზე გადავერთოთ...
დათო
05 ივნისი 2016 19:54
0
ისე საქართველოს ნაკრებს ესეთ სუსტ გუნდებთან უნდა დაუნიშნონ ამხანაგურები როგორიცაა სან მარინო და გიბრალტარი რომ ჯერ მაგათთან ისწავლონ თამაში და მერე ცოტა გაუძლიერონ მეტოქე და ათამაშონ აზერბაიჯანთან და პაკისტანთან და ასე შემდეგ :))
Akaki
05 ივნისი 2016 01:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული