როგორც შემდგომში გაირკვა, ყველა პოზიციის მოთამაშეებისთვის ინდივიდუალური კრიტერიუმებია შემუშავებული - მაგალითად, მეკარეები, ბუნებრივია, "სეივებით" ფასობენ, მცველები - ვარდნებით და ცხადია, შეტევაში აქტიურობით; ფლანგელები - დრიბლინგებით და ჩაწოდებებით, შემტევები - გოლებითა და პასებით და ასე შემდეგ.
ეს ზედაპირულად და, სინამდვილეში ყველაფერი უფრო ჩახლართული და დეტალურად გაწერილია. ბუნებრივია, ითვალისწინებენ გასული სეზონის სტატისტიკას და მონაცემები მომავალი მატჩების ჩატარების შემდეგ შეიცვლება.
არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ
მეორეზე ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელიც "პარი სენ-ჟერმენთან" ერთად საფრანგეთში მაინც სჩადიოდა სასწაულებს.
შვედს დიმიტრი პაიე მოსდევს, ვისაც "ვესტ ჰემში" დიდებული სეზონი ჰქონდა და კამერუნთან ამხანაგურ შეხვედრაში გატანილი ულამაზესი საჯარიმოს წყალობით მესამეზე აინაცვლა. მან თანამემამულე ანტუან გრიზმანს გადაასწრო. "ატლეტიკოს" შემტევი ასევე შთამბეჭდავი გახლდათ და მისგან, ისევე, როგორც მთლიანობაში მასპინძელი საფრანგეთისგან, ევრო 2016-ზე ბევრს ველით.
ხუთეულს კი ინგლისელი ფეხბურთელი აბოლოებს. დარწმუნებულნი ვართ, უამრავმა გვარმა გაგიელვათ - რუნი, ვარდი, კეინი, ალი... არა, ეს ჯეიმს მილნერია. დიახ, ჩვენ ხომ ფაქტებითა და სტატისტიკით ვწერთ და მილნერი კი ყოველთვის ფუტკარივით მშრომელი და სასარგებლოა.
როგორც "სიტის" ყოფილ მოთამაშეზე, ახლა უკვე "სიტის" ყოფილმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ერთხელ თქვა - ჯეიმსი ამჟამად ყველაზე სრულყოფილი ინგლისელი ფეხბურთელია. მას ცოტ-ცოტა ყველაფერი აქვს - დარტყმაც, პასიც, ხედვაც, თავით თამაშიც შეუძლია, ტექნიკასთანაც არ არის მწყრალად და სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია გარჯა. დამისახელეთ სხვა ასეთი ინგლისელი და ხმას აღარ ამოვიღებო - შეიძლება დაასახელო უფრო ქარიზმატული, უფრო ნიჭიერი, უკეთესი, მაგრამ მილნერისნაირს ვერ ნახავ და ვერც დაუსახელეს.
რადგან ინგლისელებზე ვლაპარაკობთ, საინტერესოა, რომ 18 წლის მარკუს რაშფორდს ცოტა უკეთესი სტატისტიკა აქვს, ვიდრე მასზე ათჯერ გამოცდილ უეინ რუნის და 18 წლის თავდამსხმელი "შრეკს" რამდენიმე ადგილით უსწრებს. რაშფორდი 86-ეა, ხოლო რუნი - მხოლოდ 92-ე.
გრიზმანის გარდა, ათეულში არიან სხვა ატლეტიკოელებიც - საულ ნიგესი, კოკე, ხუანფრანი. იქვე ვხდებით ტონი კროოსსა და სერხიო რამოსს. სერია A-ს პირველი წარმომადგენელი კი მე-11 პოზიციაზეა. ეს "ნაპოლის" სლოვაკი ლიდერი მარეკ ჰამშიკი გახლავთ.
ბარომეტრის პირველი ოცეული
1. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)
3. დიმიტრი პაიე (საფრანგეთი)
4. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)
5. ჯეიმს მილნერი (ინგლისი)
6. კოკე (ესპანეთი)
7. სერხიო რამოსი (ესპანეთი)
8. ტონი კროოსი (გერმანია)
9. ხუანფრანი (ესპანეთი)
10. სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი)
11. მარეკ ჰამშიკი (სლოვაკეთი)
12. ბრუნო სორიანო (ესპანეთი)
13. ტიაგო ალკანტარა (ესპანეთი)
14. გარეთ ბეილი (უელსი)
15. მანუელ ნოიერი (გერმანია)
16. პოლ პოგბა (საფრანგეთი)
17. ექტორ ბელერინი (ესპანეთი)
18. ჰაკან ჩალჰანოღლუ (თურქეთი)
19. დელ ალი (ინგლისი)
20. ლორენ კოსიელნი (საფრანგეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"