ფერნანდუ სანტუში: და მაინც, კრიშტიანოს სჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრებისათვის უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ვიდრე მადრიდის "რეალისათვის".

"რონალდო პორტუგალიის ნაკრებისათვის უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ვიდრე "რეალისათვის".

როცა გუნდში გყავს ფეხბურთელი, რომელსაც სეზონში 50-60 გოლი გააქვს, ეს უდიდესი ბედნიერებაა. და მაინც, კრიშტიანოს სჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა. ის თამაშს მარტო ვერ მოიგებს", - თქვა სანტუშმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული