ევრო 2016-ისთვის გერმანიის ნაკრების განაცხადში ცვლილებაა

AutoSharing Option
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვის გერმანიის ნაკრების განაცხადში იძულებითი ცვლილებაა. ეროვნულ გუნდში მცველი ჟონათან თაა გამოიძახეს, რომელმაც ტრავმირებული ანტონიო რუდიგერის ადგილი უნდა დაიკავოს. ამის შესახებ Bundesliga Spotlight-ი იუწყება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუდიგერმა ტრავმა ბუნდესგუნდის ვარჯიშზე მიიღო. 23 წლის ფეხბურთელს ჯვარედინი მყესების გაწყვეტა დაუდგინდა, რის გამოც კარს მომდგარ ევროპირველობას გამოტოვებს.

რაც შეეხება თაას, მან ლევერკუზენის "ბაიერის" მაისურით ახლახან დასრულებულ გერმანიის ჩემპიონატში 29 მატჩი ჩაატარა და ყველა სასტარტო შემადგენლობაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული