ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, საფრანგეთში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ოფიციალურად, გრანდიოზული წარმოდგენით გაიხსნა.

გახნის ცერემონიალში, რომელიც პარიზის "სტად დე ფრანსზე" გაიმართა, მონაწილეობა 600-ზე მეტმა მსახიობმა მიიღო. ცნობილმა დიჯეიმ დავიდ გეტამ და შვედმა მომღერალმა ზარა ლარსონმა ევრო 2016-ის ოფიციალური სიმღერა შეასრულეს, ტრიბუნებზე კი გულშემატკივრებმა ტურნირის 24-ივე მონაწილის დროშები გამოსახეს.

ამავე სტადიონზე გახსნით შეხვედრაში კი მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები რუმინეთს უპირისპირდება.

ევროპის ბოლო ორი ტურნირი ესპანეთმა მოიგო. ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად საფრანგეთი ითვლება ესპანეთთან და გერმანიასთან ერთად. ფავორიტთა შორის სპეციალისტები ასევე მოიხსენიებენ ინგლისს, ბელგიას, იტალიას და პორტუგალიას.

ევროპის
ჩემპიონატზე შემდეგი 24 გუნდი იასპარეზებს:

A ჯგუფი - საფრანგეთი, შვეიცარია, ალბანეთი, რუმინეთი;
B ჯგუფი - რუსეთი, სლოვაკეთი, ინგლისი, უელსი;
C ჯგუფი - პოლონეთი, გერმანია, ჩრდილოეთ ირლანდია, უკრაინა;
D ჯგუფი - ჩეხეთი, თურქეთი, ხორვატია, ესპანეთი;
E ჯგუფი - შვედეთი, იტალია, ბელგია, ირლანდია;
F ჯგუფი - ავსტრია, პორტუგალია, ისლანდია, უნგრეთი.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული