ევრო 2016. C ჯგუფი. I ტური: პირველმა ორბურთიანი სხვაობით გერმანიამ იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
12 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე C ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გერმანიის ნაკრები უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა - 2:0.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანგარიში მატჩის მე-19 წუთზე შკოდრან მუსტაფიმ გახსნა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, უკრაინელებმა გოლი ვერ გაიტანეს, მეორე ტაიმში კი მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე საკუთარ კარში მეორე გოლიც მიიღეს - მოედანზე 1 წუთის გამოსულმა ბასტიან შვაინშტაიგერმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ეს ევროპის ჩემპიონატზე მე-7 მატჩი იყო და აქამდე ორბურთიანი სხვაობით
არცერთ გუნდს არ მოუგია. პირველმა წელს ეს გერმანიამ ქნა.

C ჯგუფში 3-3 ქულა აქვთ გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებებს, ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა კი ჯერჯერობით უქულოდ არიან. მომდევნო შეხვედრას გერმანიის ნაკრები 16 ივნისს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, უკრაინელები კი ამავე დღეს ჩრდ.ირლანდიელებს დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული