იხილეთ ვიდეო
ანგარიში მატჩის მე-19 წუთზე შკოდრან მუსტაფიმ გახსნა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, უკრაინელებმა გოლი ვერ გაიტანეს, მეორე ტაიმში კი მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე საკუთარ კარში მეორე გოლიც მიიღეს - მოედანზე 1 წუთის გამოსულმა ბასტიან შვაინშტაიგერმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ეს ევროპის ჩემპიონატზე მე-7 მატჩი იყო და აქამდე ორბურთიანი სხვაობით
C ჯგუფში 3-3 ქულა აქვთ გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებებს, ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა კი ჯერჯერობით უქულოდ არიან. მომდევნო შეხვედრას გერმანიის ნაკრები 16 ივნისს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, უკრაინელები კი ამავე დღეს ჩრდ.ირლანდიელებს დაუპირისპირდებიან.