ევრო 2016. D ჯგუფი. ესპანეთი-ჩეხეთის წინ - დელ ბოსკე: ჩეხეთი სახიფათოა

AutoSharing Option
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): "პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ზეწოლა დღითიდღე ძლიერდება ფეხბურთელებზე. ჩეხეთის ნაკრები ძალიან ორგანიზებული გუნდია. მეტოქეს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ჩეხეთი ძალიან სახიფათოა სტანდარტული მდგომარეობებისას.

ჩვენს ფეხბურთელებს მომქანცველი სეზონი ჰქონდათ, მაგრამ ახლა ნაკრები კარგ ფორმაშია. ფეხბურთელები სხვადასხვა ეტაპიდან შემომიერთდნენ. ვნახოთ, ხვალ რა იქნება".

პაველ ვრბა (ჩეხეთი): "ყველაფერი უნაკლოდ უნდა შევასრულოთ, თუკი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან წარმატებაზე ფიქრი გვსურს. ესპანეთის ნაკრებს ყველა ხაზში მსოფლიო კლასის ვარსკვლავები ჰყავს. ძალიან მძიმე ტესტი გვერგო, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ არის რაღაცები, რითაც ჩვენ
მეტოქის გაკვირვებას შევძლებთ. ერთი ცხადია, შუა ხაზში როსიცკის არ შევზღუდავ, მას ეს არ უყვარს, სრული თავისუფლება ექნება".

13 ივნისი. ტულუზი. 17:00
ესპანეთი-ჩეხეთი
დისკვალიფიკაცია: სუხი (ჩეხეთი)
ესპანეთი (სავარაუდო): კასილიასი - ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა - ბუსკეტსი - სილვა, ფაბრეგასი, ინიესტა, ნოლიტო - მორატა
ჩეხეთი (სავარაუდო): ჩეხი - კადერჟაბეკი, სივოკი, კადლეცი, გებრე-სელასიე - დარიდა, პლაშილი - დოჩკალი, როსიცკი, კრეიჩი - ნეციდი
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული