სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი უეფამ სენტ-ეტიენში გასამართავი მატჩების დირექტორად დანიშნა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი საფრანგეთის ქალაქ სენტ-ეტიენში გასამართავი ევროპის ჩემპიონატის მატჩების დირექტორი იქნება. ამ ამბავს ბეჭედი უეფამ დაუსვა.

მთლიანობაში, ამ ქალაქის მთავარ არენა "ჟოფრუა გიშარზე" 4 მატჩი გაიმართება: 14 ივნისს პორტუგალია ისლანდიას შეხვდება, 17 ივნისს ხორვატია-ჩეხეთია, 20 ივნისს ინგლისი სლოვაკეთთან გაარკვევს ურთიერთობას, ხოლო 25 ივნისს ერთ-ერთი მერვედფინალური მატჩიც გაიმართება.

სულ საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს 10 დირექტორი ჰყავს. უეფაში დაფასებულ ახალკაცს ეს პატივი მესამედ ერგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული