ევრო 2016: დე ხეა ესპანეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში იქნება

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ დაიცავს ესპანელთა კარს ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში.

ესპანურ გამოცემა Marca-ს ცნობით, ესპანელთა სასტარტო შემადგენლობაში დღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა იქნება და არა - იკერ კასილიასი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურს ესპანეთის ნაკრები დღეს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული