მატჩში ანგარიში 48-ე წუთზე ირლანდიელმა უესლი ჰულეჰანმა გახსნა. ამის შემდეგ შვედეთი გააქტიურდა, რამაც, საბოლოოდ, შედეგი მაინც გამოიღო - 71-ე წუთზე საირან კლარკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რითაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, E ჯგუფში შვედეთს და ირლანდიას თითო-თითო ქულა აქვთ. მომდევნო შეხვედრას შვედეთის ნაკრები 17 ივნისს იტალიის წინააღმდეგ გამართავს, ირლანდია კი 18 ივნისს
დღესვე E ჯგუფის პირველი ტურის მეორე შეხვედრა გაიმართება. თბილისის დროით 23:00 სთ-ზე ბელგიისა და იტალიის მატჩი დაიწყება.