"ჩვენმა ინგლისელმა მეგობრებმა 3 000 ხულიგანი დაბლოკეს და ინგლისიდან აქ არ გამოუშვეს. ვთხოვთ რუსებს, ანალოგიურად მოიქცნენ. ხულიგნებს პრობლემები მოაქვთ და მიხარია, რომ უეფა სანქციებს განიხილავს. ჩვენს ქვეყანაში არ დავუშვებთ ტურნირის წესების დარღვევას", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მიმდინარე ევროპის წლის ჩემპიონატზე ინგლისისა და რუსეთის ნაკრებების გულშემატკივრებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა.