ვიდეო, რომელიც იტალიას ევრო 2016-ის ფავორიტად აქცევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 13 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფის პირველ ტურში იტალიის ნაკრებმა ბელგიას დამაჯერებლად მოუგო - 2:0.

როგორც მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფეხბურთელებს თავის დაცვა კარგად ასწავლა. ბელგია ძალიან დიდხანს ფლობდა ბურთს, მაგრამ ამისგან შედეგი ვერ მიიღო, რადგან იტალიელთა დაცვაში თავისუფალი სივრცეები არ რჩებოდა.

საკუთარი კარის დაცვაში, ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად, მონაწილეობა გუნდის აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელმა მიიღო, რომლებმაც მოედნის საკუთარ ნახევარზე ბრწყინვალე გუნდური მოქმედებები შემოგვთავაზეს.

ამასთან, ანდრეა პირლოს და მარკო ვერატის არყოფნისას, ე.წ. მეპასეს
როლი მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ შეითავსა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფეხბურთში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები ზეიმად ითვლება, ვინაიდან ისინი მილიონობით ადამიანის სიხარულს ანიჭებენ. საბჭოთა კავშირში ამასაც მოკლებული ვიყავით, ვინაიდან მატჩების მხოლოდ მცირე ნაწილს თუ იმეტებდნენ ცენტრალური ტელევიზიით საჩვენებლად. საბედნიეროდ ახლა ჩვენც გავხდით ამ სიხარულის თანამონაწილე, მით უფრო, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია მატჩების კომენტარს ქართულ ენაზე უზრუნველყოფს. თითქოს მეტი რა უნდა უნდოდეს გულშემატკივარს ერთი თვის სრული ბედნიერებისათვის. მაგრამ ამ რამდენიმე დღიანი მაღალი ხარისხის საფეხბურთო ბატალიების უაღრესად დაბალი კომენტარის სმენის შემდეგ გადავწყვიტე, ისევე როგორც საზ. ტელევიზიის წინა კომენტატორების დროს, მუნჯი კინოს ხანას დავუბრუნდე და მატჩების ტრანსლაციას ხმაჩაწეული ვადევნო თვალი. დღევანდელ ყველა კომენტატორზე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ არაპროფესიონალიზმის გარდა, ზოგი მათგანი უბრალოდ პრიმიტიული ფრაზებით ავსებს ეთერს. უკვე მოსაბეზრებელი გახდა ერთი და იმავე ეპითეტების სმენა ყოველ მატჩის დროს, რომ ეს თუ ის ფერხბურთელი „ლეგენდაა“ და რომ „ამაზე ორი აზრი არ არსებობს“. ა.შ. მაგავსი რამ რიტორიკის სკოლის ნაკლებობის ბრალია. გარი ლენეკერისა და ალან შირერის კომენტარი, გარდა იმისა, რომ პროფესიული დონით დაგატკბობდათ, დახვეწილი მეტყველების ნიმუშად რჩება. ქართველი კომენტატორების მეტყველებაში კი ამ სამი დღის განმავლობაში ისმოდა იშვითი „შედევრები“: „მინდორზე ცეკვავენ მოცეკვავე გოგონები“, „ფეხბურთი ბურთით თამაშია“ და ა. შ. მაგრამ როდესაც ეთერი ივსება ქუჩური ჟარგონით „დაპანიკდნენ“, „გააბითურა“, „მოტეხა“ და ა.შ. ეს საზ. ტელევიზიის სპორტული გადაცემების რედაქტორის, რბილად რომ ვთქვათ, დაბალ დონეზე მიუთითებს. ამ მხრივ იტალია-ბელგიის კომენტატორებმა ყველას გადააჭარბეს, როდესაც ქურდული ტერმინოლოგია გადმოაფრქვიეს - „მსაჯმა მოუგვარა“, მეორემ კი იქვე დასძინა - „არ დაუჯერებენ და მათი აჯობებს....“ . პირველ კომენტატორს ხმაზე ეტყობა ახალგაზრდაა (მახსოვს, მისი ადრე შემოთავაზებული უვიცობის ნიმუში - „ფრანგული წარმოშობის ბასკი ფეხბურთელი გრიზმანი“), მეორე კი ასაკოვანი ადამიანი ჩანს (ვერფრით იმახსოვრებს, როგორ უნდა წარმთქვა დე ბრუინის გვარი). მაგავსი ე.წ. :“კომენტარი“ დაუშვებელია, ვინაიდან ამას ბავშვებიც ისმენენ, რომლებიც მრავლად არიან ტელე ეკრანებთან ევრო 2016-ის ტრანსლაციებისას. გარდა ამისა, ასეთ ქუჩის ჟარგონნარევი რიტორიკა მიუღებელია მთლიანად საზოგადოებისათვის და სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს სატელევიზიო
ეთერიდან.
ok.omplex@yahoo.com
13:40 14-06-2016
0
ამდენი სისულელის წერას, უბრალოდ, ფეხბურთს რომ უყურო, ვერა?!....

მსქროლავი ტროლი
03:02 15-06-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული