კრიშტიანო რონალდო: ისლანდიას ისე უხაროდა, თითქოს ევრო 2016 მოიგო

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ ისლანდიასთან (1:1) ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ევრო 2016. F ჯგუფი. პორტუგალია-ისლანდია: ვისთვის ციხე და ვისთვის გალია... [VIDEO]

"შედეგით ცოტა იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ მოგებას ვცდილობდით, ხოლო ისლანდია არა. მათ გაიტანეს გოლი და მთელი მატჩის განმავლობაში ორი მომენტი ჰქონდათ. მათ ავტობუსი ჩააყანეს კარში. რთულია თამაში, როცა მეტოქე მოგებას არ ცდილობს, მაგრამ პორტუგალია ცდილობდა ფეხბურთის თამაშს და მოგებას.

დამწუხრებულები ვართ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. შეხედეთ ესპანეთს, საფრანგეთს - ისინი უძლიერესი ნაკრებები არიან ტურნირზე, მაგრამ
მათაც ჰქონდათ სირთულეები პირველ მატჩებში.

საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ და იმისიც გვჯერა, რომ შემდეგ მატჩს მოვიგებთ.

რეიტინგები არაფერს ნიშნავს. ჩვენ უბრალოდ, ვცდილობდით გვენახებინა ყველაფერი, რაც შეგვიძლია, ხოლო ისლანდია მხოლოდ ერთზე ფიქრობდა: "დაცვა, დაცვა, დაცვა" და კონტრშეტევებზე თამაში.

მათთვის ეს ბედნიერი საღამო იყო. 3 ქულა უნდა აგვეღო, მაგრამ არა უშავს.

ისლანდიას ისე უხაროდა, თითქოს ევრო 2016 მოიგეს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ როცა დაცვაზე ხარ ორიენტირებული, ეს ხასიათის ნაკლზე მიუთითებს. ისლანდია არ აპირებს, რამეს მიაღწიოს ტურნირზე", - თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიას შემდეგი მატჩი 18 ივნისს, ავსტრიასთან იქნება. ისლანდია კი იმავე დღეს ჯგუფის ლიდერ უნგრეთს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოდი და ნუ აგინებ ეხლა ამ ბოღმის ბუკეტს
შაკო
12:24 15-06-2016
0
...
ქუთაისისხელა ქვეყნის ნაკრებს ვერ მოუგო და კიდე გვებლატავება!
გაგა
12:57 15-06-2016
0

სიახლეები პოპულარული