კარი არნასონი: უბრალოდ, კრიშტიანო რონალდო საბრალო უიღბლოა

AutoSharing Option
ისლანდიის ნაკრების მცველმა კარი არნასონმა კრიშტიანო რონალდომ კრიტიკას უპასუსა.

- კრიშტიანო რონალდო: ისლანდიას ისე უხაროდა, თითქოს ევრო 2016 მოიგო

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს პორტუგალიისა და ისლანდიის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

- ევრო 2016. F ჯგუფი. პორტუგალია-ისლანდია: ვისთვის ციხე და ვისთვის გალია... [VIDEO]

"უბრალოდ, რონალდო საბრალო უიღბლოა. მას არ უნდოდა წაგება. რას ელოდა - ეგონა, რომ ისე ვეთამაშებოდით, როგორც "ბარსელონა"? ეს სასაცილოა.

გასაგებია, რომ აუტსაიდერები ვართ და ვთამაშობდით კიდეც, როგორც აუტსაიდერები. თუმცა არ გაგვიმართლა და ეს მატჩი ვერ
მოვიგეთ.

ვფიქრობ, იღბალი დაგვაკლდა, რომ ბოლოსკენ მოგვეპარა გამარჯვება პორტუგალიისგან, როცა მომენტი ალფრედ ფინბოგასონს ჰქონდა.

მეორე ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით. ბურთს ხშირად არ ვიღებდით, მაგრამ მზად ვიყვაით კონტრშეტევაზე გვეთამაშა", - თქვა არნასონმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული