მე-18 წუთზე შტეფან ლიხტშტაინერი საკუთარ საჯარიმოში არღვევს წესს და პენალტით გოლი ბოგდან სტანკუს გააქვს.
პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. 57-ე წუთზე შვეიცარიელთა კუთხურს რუმინელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითაც ადმირ მეჰმედიმ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
ამის შემდეგ შვეიცარიელთა უპირატესობის მიუხედავად, გოლი აღარ გასულა. შვეიცარიის ნაკრებს 4 ქულა გაუხდა, რუმინეთის ნაკრებმა კი ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
საქართველოს დროით,
რუმინეთი-შვეიცარია 1:1
გოლები: 1:0 სტანკუ (20-პენ), 1:1 მეჰმედი (57)