- როგორ შეაფასებთ ევრო 2016-ის I ტურს? რა სიახლეები შეამჩნიეთ, რომელმა ნაკრებებმა გაამართლეს და რომელმა ვერ გაამართლა; ვინ გაგაკვირვათ?
ნიკოლოზ ნეფარიძე: I ტური მომეწონა, თითქმის არ ყოფილა უინტერესო თამაში, ყველგან ბრძოლა იყო, ფავორიტებს საკმაო წინააღმდეგობა გაუწიეს. მაფიქრებს დაბალი შედეგიანობა, მატჩში საშუალოდ ორი გოლიც არ გადის, მაგრამ ეს უფრო დაცვის ხაზის ფეხბურთელთა და განსაკუთრებით, მეკარეების კარგი
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ მზადყოფნას. ვინც უკეთ არის მომზადებული, ის, როგორც წესი, იმარჯვებს კიდეც - ამიტომაც 22 გოლიდან 16 მეორე ტაიმებში გავიდა.
არ შემიცვლია აზრი - ფავორიტი ისევ სამია: საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი. სასიამოვნოდ გამაკვირვა იტალიის ნაკრებმა, რომელთაგან ასეთ გამართულ თამაშს ბევრი არ ელოდა. გუნდი-სიურპრიზი იყო უნგრეთის ნაკრებიც.
ალეკო კაკაურიძე: სიახლეებიდან გამოვყოფ პრესინგის ახალ სახეობებს; საყრდენი ნახევარმცველებისა და ფლანგის მცველების ახალი ფუნქციებს. ფავორიტებიდან ყველაზე მეტად გაამართლა გერმანიის ნაკრებმა. გუნდ-მოულოდნელობად, ვიცი, ბევრი შემეწინააღმდეგება, მაგრამ იტალიის ნაკრებს დავასახელებდი.
გიორგი კაკაბაძე: თვალშისაცემი სიახლეა ფლანგის მცველების მიერ ნახევარმცველობის ფუნქციების შეთავსება; ასევე, ცენტრალური მცველების შეტევაში ჩართვა არამხოლოდ სტანდარტული მდგომარეობების დროს; დამატებითი საყრდენი ნახევარმცველებით თამაში, რომლებიც შეტევას ეხმარებიან. ფავორიტებიდან ყველაზე მეტად გერმანიამ გამოიჩინა თავი, თუმცა ამ გუნდმაც მხოლოდ შესაძლებლობების ნახევარი თუ გამოავლინა.
გუნდი-სიურპრიზი ისლანდიაა, რომლის ფრეც ჩემთვის დიდი სენსაცია სულაც არ არის, მაგრამ თამაშის ხარისხი და თავდაჯერებულობა ამ დონეზე თამაშის გამოუცდელი გუნდისთვის მაინც შთამბეჭდავია.
ლაშა წიკლაური: პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ 24-გუნდიანი ჩემპიონატი ამართლებს, რადგან ყველა თამაში საინტერესოდ წარიმართა, იოლად არავინ არაფერი დათმო და საერთო დონე საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ უკან ხანგრძლივი საკლუბო სეზონია, გუნდები სწრაფ ტემპში თამაშობენ და შესაბამისად, არც ფეხბურთელებს ეტყობათ გადაღლა.
მთავარმა ფავორიტებმა: გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა ითამაშეს ისე, როგორც მოსალოდნელი იყო და დაგეგმილი ქულებიც აიღეს. აი, ინგლისისგან კი მეტი იყო და ჯერ კიდევ არის მოსალოდნელი. იტალიის კარგი თამაში ბელგიასთან არ გამკვირვებია და არც შედეგი იყო მოულოდნელი.
ჯერჯერობით, ყველაზე კარგი შთაბეჭდილება სწორედ იტალიამ დატოვა, ყველაზე სუსტად კი რუსეთმა, ავსტრიამ და თურქეთმა ითამაშეს.
გოტფრიდ ლენცი: სერიოზული სიახლე ჯერჯერობით, არ ჩანს - თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ტაქტიკურ სიახლეს, თუმცა ტაქტიკური სიახლეები არათუ მოულოდნელი არ არის, არამედ აუცილებელია და ამითაა საინტერესო დიდი ტურნირები. პირველ ტურში ფავორიტებიდან იმედები სრულად მხოლოდ გერმანიამ გაამართლა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ უკრაინის ნაკრები იოახიმ ლიოვის გუნდის ძალების ზუსტ საზომად ვერ გამოდგება.
თუმცა გერმანელების თამაშში აშკარად იგრძნობოდა მეტი რესურსი - ბუნდესგუნდს შეუძლია მომატება და მოუმატებს კიდეც. მთავარი სიურპრიზი, რა თქმა უნდა, ისლანდიის ნაკრებია, ყველაზე სრულყოფილად კი პირველ ტურში ხორვატიის და იტალიის ნაკრებმა გუნდებმა ითამაშეს.
- ვინ იყო I ტურის საუკეთესო ფეხბურთელი?
ნ. ნ: ყველას დიმიტრი პაიე ვარჩიე. ფრანგმა დიდებულად ითამაშა, ულამაზესი და გადამწყვეტი გოლიც გაიტანა, მანამდე კი საგოლე პასი მიითვალა.
ა. კ: ორ ფეხბურთელს შორის არჩევანის გაკეთება მიჭირს - ლუკა მოდრიჩი ან დიმიტრი პაიე. ალბათ, მაინც პაიე.
გ. კ: საუკეთესო სამი იყო: დიმიტრი პაიე, ლუკა მოდრიჩი და ემანუელე ჯაკერინი. ასარჩევად თუ მიდგა საქმე, მაშინ ჯაკერინი!
ლ. წ: არ ვიცოდი, თუ საფრანგეთს დიმიტრი პაიეს სახით ახალი რიბერი ჰყავდა, მასთან ერთად კი მოდრიჩის, ინიესტას, იბრაჰიმოვიჩის, ბეილის, ბონუჩის და სხვა არაერთი ფეხბურთელის გამორჩევა შეიძლება. მოკლედ, კრიშტიანო რონალდოს გარდა, გუნდების ლიდერებმა თავი კარგად წარმოაჩინეს.
გ. ლ: საუკეთესო ფეხბურთელად რამდენიმე მოთამაშის დასახელება შეიძლება - მაგალითად, ლუკა მოდრიჩი, ემანუელე ჯაკერინი, ტონი კროოსი, დიმიტრი პაიე, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ წოდებას ლეონარდო ბონუჩი იმსახურებს. იტალიელთა მცველმა არა მარტო იდეალურად ითამაშა ბელგიელთა ბრწყინვალე შემტევების წინააღმდეგ, არამედ სწორედ მისი გრანდიოზული საგოლე პასით გაიტანა ჯაკერინიმ ტურის ცენტრალურ მატჩში უმნიშვნელოვანესი გოლი. ასე რომ, ბონუჩი!
- ვინ იყო I ტურის საუკეთესო მწვრთნელი?
ნ. ნ: ალბათ, ანტონიო კონტეს დასახელება ყველაზე იოლი გამოსავალია, მაგრამ კონტეს თავისი უკვე დამტკიცებული აქვს. აი, უნგრული მწირი რესურსით, რაც ბერნდ შტორკმა მოახერხა, მართლაც შთამბეჭდავია.
ა. კ. ჩემი ვერსიაა - ანტონიო კონტე!
გ. კ: ანტონიო კონტე, რომელმაც უმეტესობის მოსაზრების საპირისპიროდ, სკეპტიკოსები გააჩუმა და ნაკრები შესანიშნავად ათამაშა, ერთგვარად ექსპერიმენტული შემადგენლობით. ასევე, უნდა დავაკვირდეთ იტალიელთა დაცვის გადაადგილებას მატჩის დროს, თუ როგორ არის გადაკეტილი ზონები და რა მობილურად გადადის გუნდი კონტრშეტევებზე.
ლ. წ: ანტონიო კონტე.
გ. ლ: ჩემი აზრით, ანტონიო კონტე.
- შეადგინეთ I ტურის სიმბოლური ნაკრები...
ნ. ნ: ჰალდორსონი - სრნა, შერი, ს. რამოსი, კადარი - კანტე, კროოსი - მოდრიჩი, ინიესტა, პაიე - ბეილი.
ა. კ: ჰალდორსონი - სრნა, ბონუჩი, პიკე, ოლსონი - მოდრიჩი, ინიესტა, ჯაკერინი, პაიე - ბეილი, ჟირუ.
გ. კ: ჰალდორსონი - სრნა, ბონუჩი, პიკე, ოლსონი - დაიერი, მოდრიჩი - პაიე, ჯაკერინი, კროოსი - პელე.
ლ. წ: ჰალდორსონი - სრნა, ბონუჩი, პიკე, ოლსონი - მოდრიჩი, ინიესტა - პაიე, კროოსი, ბეილი - პელე.
გ. ლ: ჰალდორსონი - სრნა, ბონუჩი, ბოატენგი, როდრიგესი - კროოსი, მოდრიჩი - კანდრევა, ინიესტა, ჯაკერინი - პელე.
შეჯამება:
I ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დიმიტრი პაიეა (საფრანგეთი) - 5-დან 3 ხმა.I ტურის საუკეთესო მწვრთნელი ანტონიო კონტეა (იტალია) - 5-დან 4 ხმა.
I ტურის სიმბოლური ნაკრები ასეთია: ჰალდორსონი (5 ხმა) - სრნა (5), ბონუჩი (4), პიკე (3), ოლსონი (3) - მოდრიჩი (5), ინიესტა (4), კროოსი (4), პაიე (5) - ბეილი (3), პელე (3).
I ტურის სიმბოლური ნაკრები. "ლელოს" ვერსია