დიდიე დეშამი: მოედნის ცენტრში ორი "ბულდოგი" მჭირდებოდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ალბანეთის ნაკრებთან (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ევრო 2016. A ჯგუფი. საფრანგეთი-ალბანეთი: საფრანგეთმა პლეი ოფის კარი შეაღო [VIDEO]

"ალბანეთის ნაკრები მთელი გულითა და სულით თამაშობდა. ისინი თავს კარგად იცავდნენ და კარგ კონრშეტევებს აწყობდნენ. ჩვენ კი გატანა უფრო ადრეც შეგვეძლო. ამისთვის ბევრი მომენტი გვქონდა.

სანამ ფრე იყო, ეს შედეგი ალბანეთს აწყობდა. ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. საბოლოო ჯამში ჩვენსას მაინც მივაღწიეთ.

პოგბას სათადარიგოზე დასმა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. მოედნის ცენტრში ორი "ბულდოგი" მჭირდებოდა. რაც
შეეხება გრიზმანს, ეს ჩემი, როგორც მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. არც ის და არც პოგბა ამით ბედნიერები არ იყვნენ, მაგრამ ვინც შეცვლაზე შემოდის, ხშირად მატჩის ბედს ის წყვეტს.

პაიე უფრო სტაბილური მოთამაშე გახდა. ცოდნა და თავდაჯერებულობა კი მას ყოველთვის ჰქონდა. ახლა ის ყოველთვის მზადაა საბრძოლველად.

რა თქმა უნდა, ალბანეთთან ყველაფერი ვერ გამოგვდიოდა, მაგრამ მანახეთ გუნდი, რომელსაც მსგავსი რამე არ ემართება.

პირველი ტაიმი საკმაოდ რთული გამოდგა, ალბანელები ფიზიკურად კარგად იყვნენ მომზადებულები", - თქვა დეშამმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
პირიქით.ალბანეთს ბოლო 20 წუთი გაუჭირდა და ეს ამბობს კარგად იყვნენ ალბანელები ფიზიკურად მომზადებულებიო..
fanat
13:12 16-06-2016
0

სიახლეები პოპულარული