- ევრო 2016. A ჯგუფი. საფრანგეთი-ალბანეთი: საფრანგეთმა პლეი ოფის კარი შეაღო [VIDEO]
"ალბანეთის ნაკრები მთელი გულითა და სულით თამაშობდა. ისინი თავს კარგად იცავდნენ და კარგ კონრშეტევებს აწყობდნენ. ჩვენ კი გატანა უფრო ადრეც შეგვეძლო. ამისთვის ბევრი მომენტი გვქონდა.
სანამ ფრე იყო, ეს შედეგი ალბანეთს აწყობდა. ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. საბოლოო ჯამში ჩვენსას მაინც მივაღწიეთ.
პოგბას სათადარიგოზე დასმა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. მოედნის ცენტრში ორი "ბულდოგი" მჭირდებოდა. რაც
პაიე უფრო სტაბილური მოთამაშე გახდა. ცოდნა და თავდაჯერებულობა კი მას ყოველთვის ჰქონდა. ახლა ის ყოველთვის მზადაა საბრძოლველად.
რა თქმა უნდა, ალბანეთთან ყველაფერი ვერ გამოგვდიოდა, მაგრამ მანახეთ გუნდი, რომელსაც მსგავსი რამე არ ემართება.
პირველი ტაიმი საკმაოდ რთული გამოდგა, ალბანელები ფიზიკურად კარგად იყვნენ მომზადებულები", - თქვა დეშამმა.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით