ევრო 2016. B ჯგუფი. II ტური: ინგლისმა გამარჯვება ბოლო წუთებზე მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
16 ივნისს ლანსში B ჯგუფის II ტურის მატჩში ერთმანეთს ინგლისისა და უელსის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა როი ჰოჯსონის გუნდმა მოიგო 2:1, თუმცა თავიდან უელსი დაწინაურდა.

პირველ ტაიმში ინგლისელთა უპირატესობის მიუხედავად, გოლი უელსის ნაკრებმა გაიტანა - გარეთ ბეილმა შორი მანძილიდან გაიტანა საჯარიმო - 0:1.

56-ე წუთზე ეშლი უილიამსმა შეცდომა დაუშვა და შეცვლაზე შესულმა ჯეიმი ვარდიმ ახლო მანძილიდან გაათანაბრა - 1:1.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დელე ალის პასით გამარჯვების გოლი ასევე შეცვლაზე შესულმა დანიელ სტარიჯმა მოაგებინა - 2:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ წინა
დღით ამ ჯგუფის კიდევ ერთ მატჩში სლოვაკეთის ნაკრებმა 2:1 დაამარცხა რუსეთი.

ორი ტურის მერე ინგლისის ნაკრები 4 ქულით პირველ ადგილზეა, 3-3 ქულა აქვთ უელსსა და სლოვაკეთს, 1 ქულა აქვს რუსეთის ნაკრებს, რომელიც ბოლო ადგილზეა.

ბოლო ტურში ინგლისელები სლოვაკებს ხვდებიან, ხოლო უელსელები - რუსებს.

ინგლისი-უელსი 2:1
გოლები: 0:1 ბეილი (42), 1:1 ვარდი (56), 2:1 სტარიჯი (92)
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჰო - საქართველოს არ გულშემატკივრობენ ასე!
სამმეტრიანი ოფსაიდიდან რომ გაათანაბრა ვარდისახარმა,იმას რატომ არ წერთ?!
გაგა
09:25 17-06-2016
0
თამ54
qutaiseli
09:58 17-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული