ევრო 2016. II ტური. E ჯგუფი: იტალიის ნაკრები პლეი ოფშია [VIDEO]

AutoSharing Option
17 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა E ჯგუფში, რომელშიც ერთმანეთს იტალიისა და შვედეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. ტულუზაში, სტადიონ "მუნისიპალზე" ჩატარებულ მატჩში იტალიის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა, დააგროვა 6 ქულა და პლეი ოფში თამაში ვადამდე გაინაღდა.

სანახაობრივად არცთუ შთამბეჭდავ თამაშში პირველი სახიფათო მომენტი მხოლოდ 82-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ემანუელე ჯაკერინის ჩაწოდების შემდეგ, მარკო პაროლომ ბურთი თავით გააგზავნა შვედების კარისკენ. ბურთი ხარიხას მოხვდა.

გოლი კი შეხვედრის მიწურულს, 88-ე წუთზე ედერმა გაიტანმა, რომელმაც შვედების დაცვის ხაზი გაიარა და ბურთი
კარში ძლიერი დარტყმით გადაგზავნა.

ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ბელგიისა და ირლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, 18 ივნისს გაიმართება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
Forza Azuriiiiiiiiiiiii!!!
შაკო
12:12 18-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული