ევრო 2016. D ჯგუფი. II ტური: ხორვატიამ გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
17 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე D ჯგუფის მეორე ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ხორვატიის ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება გაუშვა ხელიდან - 2:2.

ანგარიში მატჩის 37 წუთზე ივან პერიშიჩმა გახსნა. 59-ე წუთზე ჩეხი მცველების შეცდომის ხარჯზე ივან რაკიტიჩი პეტრ ჩეხთან პირისპირ დარჩა, მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ხორვატების უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ ჩეხეთის ნაკრებში ცვლილებების დროც მოვიდა - მოედანზე მილან შკოდა გამოჩნდა, რომელმაც შემოსვლიდან 9 წუთში, 76-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა მინიმუმდე შეამცირა, მსაჯის
მიერ დამატებულ მე-2 წუთზე კი ხორვატების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ტომას ნეციდმა ზუსტად გამოიყენა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

D ჯგუფში ხორვატიას 4 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზეა, ჩეხეთის ნაკრები კი 1 ქულით - მესამეზე. მომდევნო შეხვედრას ხორვატიის ნაკრები 21 ივნისს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს, ჩეხები კი ამავე დღეს თურქეთს დაუპირისპირდებიან.

დღესვე, ოდნავ მოგვიანებით, D ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართება. თბილისის დროით 23:00 საათზე ესპანეთისა და თურქეთის მატჩი დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული