ევრო 2016. E და D ჯგუფები. II ტურის წინ: ნაქები ბელგიის შანსი

AutoSharing Option
დღეს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპზე მეორე ტურის ბოლო სამი შეხვედრა გაიმართება.

თბილისის დროით 17:00 სთ-ზე ბორდოში ერთმანეთს E ჯგუფის გუნდები: ბელგიისა და ირლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ ირლანდიის ნაკრებს პირველ ტურში შვედეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ერთი ქულა აქვს, იტალიასთან დამარცხებულ ბელგიას კი - 0. შესაბამისად, მარკ ვილმოტსის გუნდს პლეი ოფში თამაშის შანსის შესანარჩუნებლად, მინიმუმ, არწაგება მართებს.

უწინ ბელგიისა და ირლანდიის ნაკრებები 14-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. 5-ჯერ ბელგიამ იმარჯვა, 4-ჯერ ირლანდიამ, ხუთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბოლოს
ეს ნაკრებები ერთმანეთს 1997 წელს, მუნდიალის შესარჩევ ციკლში დაუპირისპირდნენ და მაშინ გამარჯვება მასპინძელ ბელგიას დარჩა (2:1).

* * *
მოგვიანებით ორი მატჩი გაიმართება F ჯგუფში. თბილისის დროით 20:00 სთ-ზე, მარსელში "ველოდრომზე" უნგრეთისა და ისლანდიის შეხვედრა დაიწყება, 23:00 სთ-ზე კი, პარიზში, "პარკ დე ფრენსზე", პორტუგალია და ავსტრია ითამაშებენ.

ამ ჯგუფს 3 ქულით უნგრეთი ლიდერობს, რომელმაც პირველ ტურში ავსტრიას სძლია (2:0), პორტუგალია და ისლანდია კი დაზავდნენ - 1:1.

სამივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული