უეფამ ხორვატიისა და თურქეთის წინააღმდეგ დისციპლინარული საქმეები აღძრა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, უეფამ ხორვატიისა და თურქეთის საფეხბურთო კავშირების წინააღმდეგ დისციპლინარული საქმე აღძრა. ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალური საიტი იუწყება.

პირველი საქმე 17 ივნისს, სენტ ეტიენში გამართულ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მატჩს ეხება, რომელშიც ხორვატიის ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა, ხორვატიის ნაკრების გულშემატკივრების გამოხდომების გამო რამდენიმე წუთით შეწყდა.

ევრო 2016. D ჯგუფი. II ტური: ხორვატიამ გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]
ხორვატიას სასჯელი ელის - ფეხბურთელები უეფას ლმობიერებას სთხოვენ [VIDEO]

ტრიბუნეზე მყოფმა ფანატებმა გამოიყენეს პიროტექნიკა, მოედანზე ისროლეს
მაშხალები და სხვა საგნები, გამოამჟღავნეს რასიზმი, რასაც უეფა მკაცრად სჯის.

დისციპლინარული საქმე აღძრულია თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგაც, რომლის ნაკრებიც 17 ივნისს ესპანეთთან 0:3 დამარცხდა. ამ მატჩში თურქმა გულშემატკივრებმა პიროტექნიკა გამოიყენეს, ტრიბუნებიდან საგნები ისროლეს, რამდენიმე ქომაგი კი მოედანზეც შეიჭრა.

ევრო 2016. D ჯგუფი. II ტური: პლეი ოფი ესპანეთმაც ნაადრევად გაინაღდა [VIDEO]

ორივე დისციპლინარულ საქმეს უეფა 20 ივნისს განიხილავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული