დღეს ევრო 2016-ის ორი მატჩი გაიმართება

AutoSharing Option
დღეს 19 ივნისს ევრო 2016-ის A ჯგუფის მესამე ტურის ორი მატჩი გაიმართება.

ლილში შევეიცარიისა და საფრანგეთს შორის შეხვედრა გაიმართება, ხოლო ლიონში რუმინეთი ალბანეთს შეხვდება.

ორივე მატჩი ერთ დროს 23:00 საათზე დაიწყება. შვეიცარია-საფრანგეთის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხო განახორციელებს, ხოლო რუმინეთი-ალბანეთის მატჩს მეორე არხი აჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთს მერვედფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს. აქვე გეტყვით, რომ ჯგუფიდან საუკეთესო ორი ადგილოსანი გადის და საუკეთესო შედეგის მქონე მესამე ადგილოსანი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კატასტროფული გადაცემები გაქვთ, ევრო 2016-ზე. რა შუაშია "ჯიბის" გადაცემა უაზრო კითხვებით, რა შუაშია ვიოლინოთი შესრულებული ნაწარმოები და რა შუაშია სამშენებლო კომპანიის სახელით ისტორიების მოყოლა. ესეც რომ არა, საფეხბურთო განხილვები არის იმდენად დაბალი დონის რომ 1 ნა 2 წუთის მერე ვრთავ სხვა არხზე. ბევრი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატი მიყურებია 1 არხზე, მაგრამ ასეთი კატასტროფა, ასეთი არასაფეხბურთო თემები და სპორტული ჟურნალისტების მიერ წაყვანილი ქაქები პირველად ვნახე. სირცხვილი ამ განუვითარებელ 1 არხს.
დათო
22:38 19-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული