უკრაინა-პოლონეთის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გულშემატკივრები მარსელის პორტში შეიკრიბნენ.
ფანებს შორის ჩხუბი სპონტანურად მოხდა. ჩხუბში 10-მდე პოლონელი და რამდენიმე უკრაინელი ქომაგი მონაწილეობდა. ჩხუბი რამდენიმე წამი გაგრძელდა, რის შემდეგაც სიტუაციაში პოლიცია ჩაერია.
ერთ-ერთი პოლონელი ფანი დააკავეს, ხოლო დანარჩენების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის ევრო 2016-ის მესამე ტურის მატჩი ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.
- ევრო 2016. C ჯგუფი. III ტურის წინ: პარიზი და ჩრდილოირლანდიური ამინდი