ევრო 2016. 1/8-ფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილია! [PHOTO]

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დარჩენილი ბოლო 2 მატჩი დასრულდა და ცნობილი გახდა ყველა მერვედფინალისტის ვინაობა.

ეს 16  გუნდი არიან: საფრანგეთი, შვეიცარია, უელსი, ინგლისი, სლოვაკეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩრდ.ირლანდია, ხორვატია, ესპანეთი, იტალია, ბელგია, ირლანდია, უნგრეთი, ისლანდია და პორტუგალია.

Sportall.Ge

ცნობილია ასევე 1/8-ფინალური ეტაპის წყვილები. 1/8-ფინალური შეხვედრები 25, 26 და 27 ივნისს გაიმართება.

25 ივნისს სამი შეხვედრა გაიმართება. თბილისის დროით 17:00 საათზე შვეიცარიის ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდება, 20:00 საათზე - უელსი ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება, ხოლო დღის ბოლო შეხვედრა 23:00 საათზე ხორვატიისა და
პორტუგალიის ნაკრებებს შორის გაიმართება.

26 ივნისს ასევე 3 მატჩი ჩატარდება. დღეს, 17:00 საათზე, მასპინძელი საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებები გახსნიან, 20:00 საათზე ერთმანეთში საუკეთესოს გერმანია და სლოვაკეთი გამოავლენენ, ხოლო 23:00 საათზე დღეს უნგრეთისა და ბელგიის ნაკრებები დახურავენ.

დარჩენილი ორი მატჩი კი 27 ივნისს გაიმართება, სადაც 20:00 საათზე იტალია-ესპანეთი, ხოლო 23:00-ზე - ინგლისი-ისლანდია შეხვდებიან ერთმანეთს.

Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რა ბადეა, რა უბედურებაა
bavaria
10:42 23-06-2016
0

სიახლეები პოპულარული