დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე

AutoSharing Option
"ვესტ ჰემ იუნაიტედისა" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი დიმიტრი პაიე აქამდე ვერ ივიწყებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალში განცდილ მარცხს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში გამართულ ევრო 2016-ის ფინალში მასპინძლები პორტუგალიასთან დამატებით დროში, ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. პაიეს თქმით კი, ის თავის შვილებს პორტუგალიის ნაკრების ლიდერის კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენებასაც კი უკრძალავს.

"ჩემი შვილები მსოფლიო ფეხბურთის ზოგიერთი ვარსკლავის ფანატები არიან. ეტრფიან მათ და ცდილობენ, გაიმეორონ თავიანთი კუმირების ჟესტები, სიტყვები, გოლების აღნიშვნის მანერა. რა თქმა უნდა, მათ მოსწონთ რონალდო და მესი, მაგრამ ევრო 2016-ის შემდეგ
შვილებს რონალდოს გვარის ხსენება ავუკრძალე", - აქვეყნებს პაიეს ნათქვამს Goal.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული