"მოდრიჩმა უთხრა მეკარეს, რომ არ დაბნეულიყო და მარჯვნივ წასულიყო. ის კარგად მიცნობს, ყოველდღე ერთად ვვარჯიშობთ. მეკარე ბოლომდე იცდიდა, მე კიდევ ბოლო მომენტში გადავიფიქრე, სად დამერტყა.
პენალტის გაფუჭება მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ურტყამს. იმედია, ეს გადამწყვეტი არ აღმოჩნდება მომავალში. მირჩევნია, პენალტი ჯგუფურ ეტაპზე გავაფუჭო, ვიდრე მერვედფინალში ან ნახევარფინალში", - თქვა რამოსმა უეფას ვებგვერდთან საუბრისას.
- ევრო 2016. D ჯგუფი. ხორვატია-ესპანეთი: ხორვატიამ ესპანეთი იტალიას დააჯახა [VIDEO]