ევროპის ჩემპიონატი და საქართველო: გოლი, ბაბაჯან!

AutoSharing Option
ფოტოზე: ვოლქან ბაბაჯანი
საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გადამწყვეტი ეტაპი იწყება. შაბათიდან მერვედფინალებია. ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ რამდენიმე ფაქტი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელებს საქართველოსთან აკავშირებთ...

ბაბაჯანას ღია კარის დღე
2009 წლის 9 სექტემბერს, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ცნობილი კლუბების მოთამაშეებით დაკომპლექტებული თურქეთის ახალგაზრდული ნაკრები ოთარ გაბელიას გაწვრთნილმა ქართველებმა გაანადგურეს.

ანგარიში პირველივე წუთზე გიორგი ივანიშვილმა გახსნა. 35-ე წუთზე გიორგი ხიდეშელმა ჩვენი უპირატესობა ორამდე გაზარდა. მე-80 წუთზე ლაშა თოთაძემ ისე მძლავრად დასცხო, მეკარემ მხოლოდ ბადიდან გამოვარდნილი ბურთი დაინახა. 88-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში გიორგი
გუგავამ
დააფიქსირა - ქართველებმა 4:0 მოიგეს.

იმ დღეს, თურქეთის ნაკრების მეკარე, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 4 გოლი გაუტანა, ვოლქან ბაბაჯანი გახლდათ. ითამაშა სერდარ აზიზმა, რომელიც თურქეთის ნაკრებში ხშირად გამოდიოდა, მაგრამ ევროპაზე ვერ მოხვდა.

ამ თურქეთის ნაკრებს საქართველოს 21-წლამდელებმა მეორედაც მოუგეს. 2010 წლის 4 სექტემბერს, საქარიას "ათათურქის" სტადიონზე, ჩვენმა გუნდმა გაცილებით მოკრძალებული შედეგით გაიმარჯვა - 1:0. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში "ფენერბაჰჩეს" მცველმა ჰასან-ალი კალდირიმმა გაიტანა, რომელიც თურქეთის ნაკრებში ბრაზილიური მუნდიალის შესარჩევში თამაშობდა.

ჩიხურასთან დამარცხებულები
ჩეხეთთან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში თურქებმა 2:0 მოიგეს და კინაღამ პლეი ოფში გავიდნენ.

ბაბაჯანის გარდა, ჩვენი მეზობლების ძირითად შემადგენლობაში კიდევ 2 ფეხბურთელი იყო, რომლებიც ამა თუ იმ მოედანზე ქართველებს გადაეყარნენ და დამარცხდნენ: ჩეხებს პირველი გოლი ბურაკ ილმაზმა გაუტანა, რომელმაც 2014 წელს, ევროპალიგაზე, საჩხერის "ჩიხურას" წინააღმდეგ "ბურსასფორის" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

მაშინდელი გუნდიდან თურქების ძირითადში ფენერბაჰჩელი ვოლქან შენიც იყო, რომელიც სტამბოლურ კლუბში 2015 წელს გადავიდა.

არაბულმა ორივეს გაუტანა
2010 წლის 18 ოქტომბერს, "დინამო არენაზე", კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბაჩანა არაბულისა და ავთო ენდელაძის გოლებით პოლონეთს 2:1 მოუგო.

ამ გუნდიდან ევროპის ჩემპიონატზე "ემპოლის" ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი მოხვდა - მან უკრაინასთან ძირითადშიც ითამაშა.

იმავე შესარჩევი ციკლიდან საქართველო ელიტრაუნდში ინგლისთან 1:1-ით გავიდა. მაშინ ინგლისელთა შემადგენლობაში თამაშობდა რაჰიმ სტერლინგი, რომელმაც ევრო 2016-ზე რუსეთთან მატჩი ძირითადში დაიწყო, უელსთან კი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

Sportall.Ge
ფოტოზე: რაჰიმ სტერლინგი
ბრიტანელებთანაც თავი "სამტრედიას" ამჟამინდელმა ფორვარდმა არაბულმა გამოიჩინა. 22 წლის ფეხბურთელი მაშინ "დაფრინავდა". არადა, ტრავმებმა დრო გააცდენინა და ფეხბურთის მაშინდელ ჟინსა და აზარტს მხოლოდ ახლა იბრუნებს.

ვა, ენტონიც?!
2013 წელს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა, რომელიც ლიტვაში გაიმართა.

ჯგუფურ ეტაპზე გია ცეცაძის გუნდი საფრანგეთს დაუპირისპირდა და უგოლოდ დაუზავდა. მაშინ ქართველების წინააღმდეგ ფლანგის შემტევმა ენტონი მარსიალმა ითამაშა.

"მანჩესტერის" ამჟამინდელი წევრი ევრო 2016-ზე რუმინეთთან და ალბანეთთან შეცვლაზე შევიდა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ენტონი მარსიალი
ევროპაზე ვერმოხვედრილები
ინგლისის ნაკრებში 2 შეხვედრა ჩაატარა "მანჩესტერის" მცველმა ლუკ შოუმ. ის ბრიტანელთა ნაკრების გაფართოებულ სიაში ევროზე გამგზავრების კანდიდატი იყო, მაგრამ კლუბში პრაქტიკის არქონის გამო, როი ჰოჯსონმა საფრანგეთში გასამგზავრებელთა შორის არ შეიყვანა.

შოუმ 2012 წლის 28 მარტს თბილისში, "მიხეილ მესხზე" ვასილ მაისურაძის 17-წლამდელების წინააღმდეგ ითამაშა. ეს მატჩი ქართველებმა დამატებულ დროში, დავით დარციმელიას გოლით 1:0 მოიგეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.

საინტერესოა, რომ ამ ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკ ვუდლენდმა შემდეგ ფილიპინების ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.

2014 წლის 13 ოქტომბერს, გიორგი დევდარიანის 19-წლამდელებმა რუმინეთი 3:1 დაამარცხეს. ამ გუნდიდან რუმინეთის ნაკრებში ევროპაზე წასვლის კანდიდატი თავდამსხმელი ადრიან ივანი გახლდათ. თუმცა ანგელ იორდანესკუმ ის საფრანგეთში არ იახლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩაასწორეთ მაინც სტატია ტეხავს
Akaki
23:55 25-06-2016
0
ამ სტატიებს ფაქტებზე დაყრდნობით კი არ წერენ არამედ იგონებენ :)))
გიო
14:50 25-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული