ევრო 2016. 1/8-ფინალი: ანტუან გრიზმანის დუბლი და საფრანგეთი მეოთხედფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
26 ივნისს ევრო 2016-ის მორიგი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

ტურნირის მასპინძელმა საფრანგეთის ნაკრებმა ირლანდია ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის გახსნა ჯერ ირლანდიელებმა მოახერხეს. მატჩის მეორე წუთზე პენალტი ზუსტად რობერტ ბრეიდიმ შეასრულა. პირველი ტაიმი ირლანდიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ტაიმში ფრანგებმა სამ წუთში ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. ანტუან გრიზმანმა 58-ე და 61-ე წუთებზე შეძლო გოლების გატანა. 66-ე წუთზე კი ირლანდიელები უმცირესობაში დარჩნენ. გრიზმანის წაქცევისთვის წითელი ბარათი შეინ დაფმა მიიღო.

საბოლოოდ საფრანგეთის ნაკრებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. ფრანგების მეტოქე მეოთხედფინალში ინგლისისა და ისლანდიას
შორის გამარჯვებული იქნება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ირლანდიელთა მწვრთნელს მარტინ ონილს სილა უნდა გააწნა იმ ტაქტიკისთვის, რაც მეორე ნახევარში გუნდმა გააკეთა: 11 კაცი დაცვაში ჩადგა და ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო თამაში, შედეგიც მიიღო, თორემ, მე მგონი, შესაძლოა მოეგო ირლანდიას. მეც მაგათი ფანი ვარ ასევე რაგბშიც, მაგარი მებრძოლი და "ჟილკიანი" ერია.
kutaisski
20:54 26-06-2016
0
kutaisski

აუფ ეს მაგარი რამ თქვი!ფეხბურთს ჟილკიანობა რომ არ შველის? რაც შეეხება ირლანღიას ,ასევე ჩრ.ირლანდიას და კიდევ რამდენიმე გუნდს, რომელიც ერთი გოლის გატანაზე ოცნებობენ ,ისინი ფეხბურთს სანახაობრივ მხარეს უკარგავენ!
tbiliski
03:06 27-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული