სიახლეები

ევრო 2016. 1/8 ფინალი: იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონზე შური იძია [VIDEO]

AutoSharing Option
27 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე კიდევ ერთი 1/4-ფინალისტის ვინაობა გაირკვა - იტალიის ნაკრებმა ესპანეთს ანგარიშით 2:0 სძლია და შემდეგ ეტაპზე, 2 ივლისს, გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

სენ-დენიში, "სტად დე ფრენსზე" გამართული მატჩის პირველ ნახევარი იტალიის ნაკრებს შესანიშნავი გამოუვიდა და რომ არა ესპანელთა მეკარე დავიდ დე ხეას ბრწყინვალე თამაში, ანგარიში სასტარტო 10 წუთში გაიხსნებოდა.

მოგვიანებით ანტონიო კონტეს გუნდმა გატანა მაინც მოახერხა - 33-ე წუთზე ედერმა საჯარიმო შეასრულა, რომელიც დე ხეამ გაჭირვებით კი მოიგერია, მაგრამ ჯორჯო კიელინის დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა
- 1:0.

მეორე ტაიმში ევროპის მოქმედი ჩემპიონები შედარებით უკეთ ათამაშდნენ და ჯანლუიჯი ბუფონსაც რამდენჯერმე მოუხდა თამაშში ჩართვა. გამოსარჩევი იყო მისი ბრწყინვალე რეაქცია 89-ე წუთზე, ჟერარდ პიკეს დარტყმის შემდეგ...

და სწორედ მაშინ, როდესაც ესპანელები მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დიდ ძალებით აპირებდნენ ბუფონის კარზე იერიშის მიტანას, იტალიელთა სწრაფი კონტრშეტევა ახლო მანძილიდან გრაციანო პელემ (90+1) უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა - 2:0.

ამით "სკუადრა აძურამ", გარკვეულწილად, შური იძია ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალისთვის...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ