ჯორჯო კიელინი: კარში წმინდანი გვეყენა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მცველმა ჯორჯო კიელინიმ ესპანეთთან (2:0) ევრო 2016-ის მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"რევანში უნდა აგვეღო, გამარჯვება გვინდოდა და ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ბოლო 15 წუთის განმავლობაში ძალიან ძნელი იყო, მაგრამ კარში წმინდანი გვეყენა, რომელმაც გადაგვარჩინა.

თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. რამდენიმე საათი ამ მომენტით დავტკბებით, თუმცა წინ გრძელი გზა გვაქვს.

გერმანიის ნაკრები ტოპ-გუნდია. რა თქმა უნდა, ფავორიტები ისინი იქნებიან. ექსტრაორდინარულად უნდა ვითამაშოთ, იმაზე უკეთ, ვიდრე დღეს და მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ", - თქვა კიელინიმ La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ
იტალიის ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევრო 2012-ის ფინალში წაგებისთვის რევანში აიღო.

- ევრო 2016. 1/8-ფინალი. იტალია-ესპანეთი: ვენდეტა იტალიურად [VIDEO]

აქვე გეტყვით, რომ იტალიასა და გერმანიას შორის ევრო 2016-ის მეოთხედფინალური მატჩი 2 ივლისს, ბორდოში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გერმანისთან არაფერი არ გიშველით
bavaria
12:05 28-06-2016
0
ვნახოტ
azzuri
13:07 28-06-2016
0

სიახლეები პოპულარული