ჟერარდ პიკე: საქართველოსთან წაგების შემდეგ ხომ ვთქვი...

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა ჟერარდ პიკემ ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში იტალიის ნაკრებთან განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- ევრო 2016. 1/8-ფინალი. იტალია-ესპანეთი: ვენდეტა იტალიურად [VIDEO]

"გვსურდა უფრო წინ წასვლა და 1/4-ფინალში თამაში, მაგრამ არ გვეყო ძალა საამისოდ. ეს ყველაფერი ბევრმა მიზეზმა გამოიწვია, ერთ-ერთი კი ფეხბურთელთა დონეა.

საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ არ ვითვლებით ჩემპიონატის ფავორიტებად და საუკეთესოთა შორის აღარ მოვიაზრებით. ასეც მოხდა. გვყავს კარგი ფეხბურთელები, მაგრამ არა იმ დონის, რომ დიდი ტურნირები მოვიგოთ", – განაცხადა ესპანელმა.

შეგახსენებთ,
რომ ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო ამხანაგური მატჩი ესპანელებმა საქართველოს ნაკრებთან გამართეს და თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლის მეშვეობით, მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
მერე შევეშველებოდი
mamri
29 ივნისი 2016 13:10
0
ცოტნე დადიანის 30
saterobeli
29 ივნისი 2016 07:45
0
პიკემ შაკირას შეალია ენერგია და იმიტო დამარცხდნენ
beso
28 ივნისი 2016 18:56
0
მთელი ძალები საქართველოს შეალიეს და გადაიწვნენ.
mixo
28 ივნისი 2016 17:46
0
არც მე ვარ პიკე და არც ჩემს კნეინას ჰქვია შაკირა, მაგრამ საქართველოსთან წაგების შემდეგ მეც ზუსტად ეგ ვთქვი....
მსქროლავი ტროლი
28 ივნისი 2016 15:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული