კრიშტიანო რონალდო: პოლონეთთან მატჩი დამსახურებულად მოვიგეთ

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ პოლონეთთან (1:1, პენ. 3:5) ევრო 2016-ის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დამსახურებულად მოვიგეთ. დიახ, მე ვერ გავიტანე, მაგრამ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. სამაგიეროდ, გაიტანა რენატომ და ამას ვულოცავ. ალბათ, არავინ ელოდა, რომ ასე შორს გავიდოდით, თუმცა უკვე ნახევარფინალში ვართ.

პენალტი ყოველთვის ლატარიაა. საერთო ჯამში, კარგად ვთამაშობდით, უფრო მეტი მომენტი გვქონდა, მაგრამ მათი რალიზება ვერ მოვახდინეთ. ჩვენი დაცვა კარგად მოქმედებდა. ახლა ნახევარფინალში ვართ და ყველაფერია შესაძლებელი", - თქვა რონალდომ O Jogo-სთან.

- ევრო 2016. 1/4 ფინალი: პორტუგალია
ნახევარფინალში გაბობღდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ დამსახურებულად არ გასულან ნახევარფინალში და მერე არ მოუგიათ ამ ევროპაზე არცერთი მატჩიი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული