ისლანდიის პრეზიდენტმა VIP ლოჟაზე უარი თქვა და ფან-ტრიბუნაზე იქნება

AutoSharing Option
ისლანდიის პრეზიდენტი გვიუდნი იოუჰანესონი ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრაზე ისლანდიელ გულშემატკივართა ტრიბუნაზე იქნება.

ამის შესახებ თავად პრეზიდენტმა განაცხადა.

"ფანებთან ერთად ტრიბუნაზე ვიქნები. ჩავიცვამ ეროვნული ნაკრების მაისურს და მათთან ერთად ვუგულშემატკივრებ. რად მინდა VIP ლოჟაში ჯდომა და შამპანურის სმა, როცა ეს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას შემიძლია?!", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალურ ეტაპზე ისლანდიელთა მეტოქე მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები იქნება, შეხვედრა კი 3 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორიც ერი ისეთიც ბერი....ნათქვამია.
sake
19:55 02-07-2016
0
ჯიგარსონი
afi--200
19:28 01-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული