მე-13 წუთზე რაჯა ნაინგოლანმა შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში და ბელგია დააწინაურა. 31-ე წუთზე აარონ რემზის მოწოდებულ კუთხურს თავით უელსელთა კაპიტანი ეშლი უილიამსი გამოეხმაურა და ანგარიში გათანაბრდა.
55-ე წუთზე ჰალ რობსონ-კანუმ ბრწყინვალე გოლით უელსი დააწინაურა, საბოოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც განტერის ჩაწოდებულს თავურით შეცვლაზე შესული ვოუკსი შეწვდა.