გარეთ ბეილი: ეს იქნება პორტუგალია-უელსი და არა - რონალდო-ბეილი

AutoSharing Option
უელსის ნაკრების თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა ევრო 2016-ის 1/4-ფინალში ბელგიასთან (3:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ევრო 2016. 1/4 ფინალი: უელსის ნაკრებმა ბელგია დაამარცხა [VIDEO]

"მაგრად ვიბრძოლეთ, უელსელი ფეხბურთელები მოედნის ყოველ კუთხე-კუნჭულში ვიყავით. ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიპოვეთ ნახევარფინალის საგზური. გვჯერა საკუთარი თავის და უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ ამ მოგზაურობით.

დღეს ჩვენმა გულშემატკივრებმა გადაფარეს ბელგიელების ხმა, მიუხედავად იმისა, რომ მათზე ნაკლები იყვნენ.

ამ გამარჯვებას ავღნიშნავთ, მაგრამ ზეიმი არ გაგვიგრძელდება - წინ პორტუგალიასთან თამაში გველის. საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ და შევიმუშავოთ ამ თამაშისთვის გეგმა.

რას
მოველი კრიშტიანო რონალდოსთან ნახევარფინალური დაპირისპირებისგან? ეს იქნება მატჩი უელსი-პორტუგალია და არა, მატჩი რონალდო-ბეილი", - თქვა მადრიდის "რეალის" ფორვარდმა.

უელსის ნაკრები ტურნირის 1/2-ფინალში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული