ევრო 2016. გერმანიის ნაკრები ნახევარფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
2 ივლისს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე 1/4-ფინალური ეტაპის მესამე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს გერმანიისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება, საბოლოოდ, გერმანიის ნაკრებს დარჩა.

შეხვედრაში გასული პირველი გოლი 65-ე წუთზე მესუთ იოზილის ანგარიშზეა. მატჩის 76-ე წუთზე გერმანელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც ლეონარდო ბონუჩიმ მოახდინა - 1:1. ძირითადი დრო ასეც დასრულდა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა.

ბევრი რამ აღარც დამატებით დროში შეცვლილა: მიუხედავად მცდელობებისა, გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და ამიტომ, მატჩის ბედი პენალტების სერიას
უნდა გადაეწყვიტა. პენალტების სერიაში კი ანგარიშით  6:5 გამარჯვება გერმანიის ნაკრებმა მოიპოვა. იტალიელებისგან პენალტი სიმონე ძაძამ, გრაციანო პელემ, ლეონარდო ბონუჩიმ და დარმიანმა გააფუჭეს, გერმანელებისგან კი - თომას მიულერმა, მესუთ იოზილმა და ბასტიან შვაინშტაიგერმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით  გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, თავისი მეტოქის შესახებ კი ხვალ შეიტყობს.

ხვალ, 3 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე 1/4-ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდება, რომლის წყვილში გამარჯვებულიც ნახევარფინალში  გერმანელებს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ძირითად დროში მაინც ვერ მოიგო გერმანიამ.ნახევარი გუნდი იყო იტალია და მაინც მანდრაჟით ითამაშა მსოფლიო ჩემპიონმა.მე მგონია რო იტალიას ისევ ისეთი ტაქტიკით რო ეთამაშა,როგორც წინა თამაშები უფრო აჯობებდა....
gg
03 ივლისი 2016 10:33
0
მარტო იტალიას შეუძლია გერმანიის შეჩერება, და ეს დღესაც დადასტურდა,პენლებში მათ გაუმართლად უბრალოდ,ბრავო კონტეს და არა ლოვს,,
თოკა ნეიტრალი
03 ივლისი 2016 10:12
0
გერმანია არის დიდი ტურნირების გუნდი თავისსავე სტილში მოუგო კონტეც გაოგნებული იყო ალბათ
gio
03 ივლისი 2016 09:10
0
ამ კომენტარებიდან ჩანს თუ რატომ არის საქართველო 1000000-ადგილას... კაცი წერს გერმანიამ იტალიურ სტილში გაიმარჯვაო ლოლ...როცა სათამაშო დრო ფრედ დასრულდა და იტალიურ სტილში პენლებში გამარჯვებას გულისხმობ??? მეორე საერთოდ ასტრალშია გასული - როდესაც ამ თამაშს ცალკარას უწოდებს... ვაი, ვუი, ვუი ,ვაი, ვაუ......
ვახ მეეეეე...
03 ივლისი 2016 05:23
0
ძლივს მოუგო გერმანიამ, ლიოვმა თავისი სამაჯური თუ საათი ჩაკბიჩა... ბოლომდე, ბოლო სისხლის წვეთამდე იბრძოლა იტალიამ... არადა ჯიჯიმ გამოიცნო ის პენალტი, იდაყვიც მიკრა, წამებში გაუძვრა...
ზვიადი
03 ივლისი 2016 05:19
0
არ მიყვარს მსგავსი საუბარი - ბებიაჩემს ის რომ ჰქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდაო , მაგრამ რეალურად ვერატი - მარკიზიო რომ ყოფილიყვნენ მოედანზე საქმე პენლებამდე ნამდვილად არ მივიდოდა და ჩვენში რომ დარჩეს 1 ტაიმს პირლოც გაქაჩავდა... ვულოცავ დოიჩეებს, კონტეს აპლოდისმენტები, იტალიანცებს კი ვურჩევ 2006-ის კადრებს გადახედეთ, მე ასე მოვიქეცი :) PS. ვისაც ფეხბურთი არ უყვარს იგი თავისა მტერია :)))
ITALIANEC
03 ივლისი 2016 05:08
0
დამსახურებულად გერმანია! იტალიურ სტილში მოუგო, მალადეც ლიოვს ნამდვილად ტაქტიკაც გამოიცნო.
gigi
03 ივლისი 2016 02:35
0
რის საფუძველზე უნდა თქვა კაცმა რომ დღეს იტალია იმსახურებდა გასვლას? სასაცილოა მთელი თამაში ცალკარა მიდიოდა, რომ არა ნოიერის სულელური შეცდომა ეს დრამა არ გათამაშდებოდა... დღეს გერმანია ბევრად უფრო ძლიერი და სათამაშო კლასით ბევრად მაღლა დგას ვიდრე აძური
musenbazi
03 ივლისი 2016 02:34
0
ვინც იმსახურებდა ის გავიდა. ლიოვმა სასწაული ტაქტიკა შესთავაზა იტალიას, ისეთი რომ გერმანელებს ასეთ სტილში არასდროს უთამაშიათ. ნოიერი სასწაული იყო დღეს, ბრავისიმოოო
უზურპატორი
03 ივლისი 2016 02:30
0
ნავსი გატყდა !
rati
03 ივლისი 2016 02:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული