კრის სმოლინგი ბალიზე სიკვდილს გადაურჩა

AutoSharing Option
მას მერე, რაც ინგლისის ნაკრები ევრო 2016-ზე მერვედფინალში სენსაციურად დამარცხდა ისლანდიის ნაკრებთან, კრის სმოლინგმა სამკვირიანი შვებულება აიღო და პარტნიორ სემ კუკთან ერთად ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გაემგზავრა.

გუშინდლამდე ყველაფერი კარგად იყო, შემდეგ კი ის, აი, ასეთ მდგომარეობაში მოხვდა ჰოსპიტალში.

არა, სმოლინგს არ უჩხუბია, ის ადგილობრივი საკვებით ისე მოიწამლა, რომ გონება დაკარგა, დავარდა და თავი დაარტყა, რის გამოც სამი ნაკერის დადება მოუწიათ წარბზე. ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი სერფინგით ერთობოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული