ევრო 2016. ესპანეთის ნაკრები: ადიოს, მარკიზ დელ ბოსკე!

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვისენტე დელ ბოსკე ქვეყნის პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ესპანური ფეხბურთის მამებმა დე ბოსკეს თანამშრომლობის გაგრძელება შესთავაზეს, მაგრამ გამოცდილმა მწვრთნელმა უარი განაცხადა ამ შეთავაზებაზე.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები მერვედფინალში იტალიასთან დამარცხდა - 0:2. წერენ, რომ "ფურია როხას" ხოაკინ კაპაროსი ჩაიბარებს.

ესპანური ფეხბურთის მამა ანხელ მარია ვილიარი (რომელმაც დელ ბოსკეს ესპანური ფეხბურთის საგანძური უწოდა) მაინც არ მოეშვა დელ ბოსკეს და ის ნაკრებიდან კი მიდის, მაგრამ ფედერაციაში დარჩება. 65 წლის სპეციალისტი ერთ-ერთ თანამდებობაზე იმუშავებს
ფედერაციაში. თუ რომელზე, უახლოეს კვირებში გამოაცხადებენ. დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრები 2008 წელს ჩაიბარა, მას მერე, რაც ლუის არაგონესმა გუნდი ევროპის ჩემპიონი გახადა.

მარკიზის ხელში ესპანური ფეხბურთის დომინაცია მსოფლიო ფეხბურთში განმტკიცდა, "ფურია როხამ" 2010 წლის მუნდიალი მოიგო, ხოლო 2012 წელს კიდევ ერთხელ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ესპანელთა ბოლო წარმატება კონფედერაციათა თასის ფინალში თამაში იყო. ამის მერე ძალზე წარუმატებელი იყო ესპანეთისთვის ბრაზილიური მუნდიალი 2014 წელს, როცა ტიტულის მფლობელი ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა. მართალია, ევროპის ჩემპიონის ტიტული "როხას" ჯგუფურ ეტაპზე არ დაუთმია, მაგრამ მხოლოდ მერვედფინალში გააღწია.

შერიგდნენ
ესპანეთის ნაკრებიდან წასვლამდე ბოლო, რაც დელ ბოსკემ გააკეთა, იკერ კასილიასთან შერიგებაა. გამოცდილი გოლკიპერი დელ ბოსკეს არჩევანმა გააგულისა, ევროზე დავიდ დე ხეამ ითამაშა. გუშინ იკერმა "ინსტაგრამზე" დელ ბოსკესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, მადლობა გადაუხადა მას და მწვრთნელს მომავალში წარმატება უსურვა.

"ეს ფოტო სოკერ სიტიშია გადაღებული. 25 წელიწადი ერთად! დიდი ბოსი, რომელსაც წარმატებას ვუსურვებ", - დაწერა კასილიასმა. ბევრს აინტერესებდა, რას იტყოდა კასილიასი სანაკრებო კარიერის შესაძლო დასრულებაზე, მაგრამ მსგავსი განცხადება მას არ გაუკეთებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული