ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ფინალისტთა ვინაობა გაირკვა [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მეორე ფინალისტი გუნდის ვინაობა გაირკვა - 10 ივლისს სენ დენიში, "სტად დე ფრენსზე" კონტინენტის პირველობისთვის მასპინძელი საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებები იბრძოლებენ.

7 ივლისს, მარსელში, "ველოდრომზე" გამართულ მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებმა ანტუან გრიზმანის დუბლით (45-ე და 72-ე წუთები) სძლია მსოფლიოს ჩემპიონებს - 2:0.

პირველ ჯერზე გრიზმანმა 11-მეტრიანით აჯობა მანუელ ნოიერს, მეორედ კი მისი კარი მასპინძლების მრავალსვლიანი იერიშის შემდეგ დალაშქრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს, რომ გერმანიის ნაკრები უსამართლოდ დაიჩაგრა, ფორტუნამ ზურგი აქცია, ორივე გოლი თავადვე გამოიგონეს, ჰუმელსს ტყუილად აჰკიდეს მეორე ყვითელი იტალიასთან, ბოატენგმა სწორ ადგილზე ფეხი გადაიბრუნა და ა.შ, მაგრამ გერმანელები თუ ვინმემ დაჩაგრა, მხოლოდ საკადრო პრობლემებმა, რომელიც მთლიანად ლიოვზე და მის სიჯიუტეზეა.... გასაგებია, რომ ჰუმელსი და ხედირა საკვანძო ფეხბურთელები არიან და მათ შეცვლას თურქული სახელისა და სომხური გვარის მქონე ვინმე ემრე ჯანი ვერ შესძლებდა, მაგრამ ის როგორღა ავხსნათ, რომ გერმანელებმა მთელი ტურნირის განმავლობაში არაფრის მაქნისი ბალასტი ათრიეს მიულერის სახით და ფაქტიურად თავდამსხმელის გარეშე დაასრულეს ასპარეზობა?!... სამაგიეროდ, ფრანგებს იმდენი გამტანი ჰყავთ, რამოდენიმე გუნდს ეყოფა....კი ბატონო, ნებისმიერ გუნდში არიან შეუცვლელი ფეხბურთელები, მაგრამ 23 კაციანი განაცხადი იმიტომ კეთდება, რომ თუ ერთი თვის განმავლობაში 7 მატჩის ჩატარებას გეგმავ, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო და არც ართი და არც ორი ფეხბურთელის არყოფნამ გერმანიასავით აწყობილი მექანიზმი სოფლის გუნდს არ უნდა დაამსგავსოს... გუშინ იგივე დაემართა უელსის ძალიან სიმპათიურ ნაკრებს, რომლისთვისაც აარომნ რამზი აღმოჩნდა შეუცვლელი... მათმა ვიზავიმ კი სრულყოფილი შემცვლელი მოუნახა ცენტრ. მცველ პეპეს ალვეშის სახით და თქვენ წარმოიდგინეთ, ვარსკვლავთბიჭუნაც რომ არ ჰყოლოდათ, მაინც გაძვრებოდნენ ფინალში, სადაც სიმართლეს გაუმარჯოს და არანაირი შანსი აქვთ გამარჯვების, უფრო სწორედ, იმხელა შანსი აქვთ, რამხელაც საქართველოს ნაკრებს ექნებოდა მათ ადგილზე....
მსქროლავი ტროლი
01:34 08-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული