ევრო 2016-ის ამბები: ვისაც სურს, საფრანგეთის ნაკრებმა აფრიკის ერთა თასზე ითამაშოს, გააზიარეთ!

AutoSharing Option
დანიელებმა ფრანგები შეურაცხყვე
დანიის ნაციონალისტურმა პარტია "დანსკერნეს პარტიმ" "ფეისბუქზე" რასისტული პოსტი გამოაქვეყნა.

ფოტოკოლაჟი საფრანგეთი-ისლანდიის მატჩს ეძღვნებოდა და საფრანგეთი ბრჭყალებში იყო ჩასმული, ქვემოთ კი ეწერა - აფრიკა ევროპის წინააღმდეგ. პარტია "ფეისბუქის" მომხმარებლებს სთხოვს, რომ ეს კოლაჟი გააზიარონ, თუ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ საფრანგეთის ნაკრები აფრიკის ერთა თასზე უნდა თამაშობდეს და არა ევროპის ჩემპიონატზე. ისლანდიის ფეხბურთის ფედერაცია უკვე გამოეხმაურა ამას და კოლაჟს საზიზღრობა უწოდა.

სანჩესი გი რუს უჩივლებს
პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი რენატო სანჩესი (გნებავთ, სანშეში) ფრანგ სპეციალისტ გი რუს სასამართლოში უჩივლებს, - წერს "დიარიო დუ
ნოტისიასი". გი რუმ განაცხადა, რომ სანჩესი კი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის 18 წლის არაფრით იქნება, დაახლოებით 23-24 წლის გახლავთო. 77 წლის გი რუს ამ განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ფეხბურთელმა კი უკვე სთხოვა თავის ადვოკატს, მოამზადოს საბუთები საჩივლელად.

პედრო დელ ბოსკეს საუკეთესოს უსურვებს
ესპანელმა ფორვარდმა პედრო როდრიგესმა კიდევ ერთხელ მისცა მედიას კომენტარი. ეს მას მერე მოხდა, რაც ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, ევროპის ჩემპიონატის დროს პედროს გამონათქვამები ძალიან არ მომეწონა, მაგრამ ამას სიტუაცია ნაკრებში არ აურევიაო. მაშინ პედრო სათადარიგოს როლით იყო უკმაყოფილო ნაკრებში. "მიუხედავად ყველაფრისა, რაც ითქვა, დელ ბოსკესთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მას საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ ძალიან კარგი მომენტები გვქონდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთად. სამწუხაროა, რომ დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებიდან წავიდა", - განაცხადა პედრომ.

რატომ ეცვა ორივე ნაკრებს საგარეო ფორმა?
პორტუგალიის ნაკრებისა და უელსის ნახევარფინალურ მატჩში ერთი უცნაურობა თვალშისაცემი იყო - ორივე გუნდს საგარეო ფორმა ეცვა. ტექნიკურად მასპინძელი პორტუგალია ითვლებოდა, მაგრამ მას არ ემოსა ჩვეული მუქწითელი მაისურები. საქმე ისაა, რომ მატჩის წინ მსაჯს, იონას ერიქსონს არ მოეწონა გუნდების მაისურების შეფერილობა, ორივე მუქად ჩათვალა და განაცხადა, რომ მაყურებლები დაიბნეოდნენ. მან გამოიყენა ფეხბურთის წესებით მინიჭებული უფლება და პორტუგალიის ნაკრებს სათადარიგო ფორმის ჩაცმა მოსთხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ათეული წლების წინ საფრანგეტმა ფრანგებად დაწერა და მოქალაქეობა მისცა მასიურად მაგთ,ამით გაზარდეს საფრანგეთის მოსახლეობა ,რადგან შემცირება აღინიშნებოდა მოსახლეობის.მათ ხარჯზე გააკეთეს ეს.ევროპის მომავალი მაგათია ძალიან ცოტა ხანში.
ia
10 ივლისი 2016 18:53
0
ათეული წლების წინ საფრანგეტმა ფრანგებად დაწერა და მოქალაქეობა მისცა მასიურად მაგთ,ამით გაზარდეს საფრანგეთის მოსახლეობა ,რადგან შემცირება აღინიშნებოდა მოსახლეობის.მათ ხარჯზე გააკეთეს ეს.ევროპის მომავალი მაგათია ძალიან ცოტა ხანში.
ia
10 ივლისი 2016 18:53
0
არც გრიზმანია ფრანგი წარმოშობით პორტუგალიელია,ჟინიაკი ციგანია, ნაღდი ფრანგი სულ 2 კაცი იყო მოედანზე ლორისი და ჟირუ! და საერთოდ მეც ვთვლი რომ საფრანგეთი-აფრიკის ნაკრებია
Gio
09 ივლისი 2016 13:40
0
ოქრიაშვილისნაირები კონა 20თეთრი გირს ლათინ ამერიკაში,
koka
08 ივლისი 2016 19:41
0
რა შუაშია ოქრიუაშვილი და რა შუაშია რასიზმი?მაგარი უაზრო კომენტარია
ალეკსანდრე
08 ივლისი 2016 19:00
0
ცოტა ხანში ,რომელიმე თქვენგანი დაწერს ოქრიაშვილი ძალიან შავიაო... მერე რა ვქნათ?!
რასისტებს
08 ივლისი 2016 17:48
0
თამაშს გოლებით იგებენ და დაითვალეთ ფრანგებმა რამდენი გოლი გაიტანეს ყველა შეხვედრაში. 13 გოლიდან 9 გრიზმანის და ჟირუს ანგარიშზეა და 3-იც არცთუ ძალიან შავი პაიესი. გამოდის სუფთა აფრიკელებმა ერთი გოლი გაიტანეს(პოგბა). რაც შეეხება ბევრისთვის სათაყვანებელ გერმანელებს 8 გოლიდან სულ 3 გაიტანეს შვაინებმა და შემადგენლობაშიც ნახევარი გუნდი, ათასი ჯურის უცხოელები თამაშობენ. ეს უბრალოდ სტატისტიკაა თორემ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მხოლოდ სამართლიანობა და მეტი არაფერი.
.........
08 ივლისი 2016 17:13
0
სიმართლეა, საფრანგეთის ნაკრები გქვია და 11 ძირითადი მოთამშიდან 7-8 კაცი იმინა შავ-კანიანი აფრიკელია, ბევრს ყავს ეროვნებით სხვა წარმომავლობის ფეხბურთელი, მაგრამ საფრანგეთმა მოხსნა რეკორდი. სხვა ეროვნების თეთრკანიანი, რომ გყავდეს კიდე იმდენად არ იქნებოდა თვალშისაცემი, მაგრამ ეს..რომ დარბიან სტადიონზე და თითო-ოროლა თეთრკანიანი გამოერევათ ხოლმე ეს ნამეტანია....
orioni
08 ივლისი 2016 16:45
0
თეთრკანიანი აფრიკელიც ბევრი ყავს საფრანგეთს მაინც 90%გამოდის, გერმანიის სასტარტოში 11დან 5-6არაა გერმანელი
hammer
08 ივლისი 2016 16:30
0
სიმართლეა ეს არ არის საფრანგეთის ნაკრები.მე საფრანგეთის ნაკრებს აფრიკის ნაკრებად ვთვლი
UUU
08 ივლისი 2016 15:10
0

სიახლეები პოპულარული