პედრომ კარიერის საუკეთესო წლები გაიხსენა - "ლაციომ" "ინტერი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, სერია A-ს მე-3 ტურში ერთმანეთს "ლაციო" და "ინტერი" დაუპირისპირდნენ, შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

რომაელები მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და მე-40 წუთზე ფელიპე ანდერსონის გოლითაც დაწინაურდნენ, შეხვედრის მეორე ნახევარში ლაუტარო მარტინესმა ანგარიში გაათანაბრა. მაურიციო სარიმ 57-ე წუთზე თამაშში პედრო როდრიგესი ჩართო, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ესპანელმა ჯერ ლუის ალბერტოს საგოლე პასი გაუკეთა, შემდეგ კი ულამაზესი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა.

"ინტერი" მორიგ შეხვედრას 30 აგვისტოს, ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზესთან" გამართავს, "ლაციო" კი 31 აგვისტოს "სამპდორიას" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული