ევრო 2016-ის ამბები: ვისაც სურს, საფრანგეთის ნაკრებმა აფრიკის ერთა თასზე ითამაშოს, გააზიარეთ!

AutoSharing Option
დანიელებმა ფრანგები შეურაცხყვე
დანიის ნაციონალისტურმა პარტია "დანსკერნეს პარტიმ" "ფეისბუქზე" რასისტული პოსტი გამოაქვეყნა.

ფოტოკოლაჟი საფრანგეთი-ისლანდიის მატჩს ეძღვნებოდა და საფრანგეთი ბრჭყალებში იყო ჩასმული, ქვემოთ კი ეწერა - აფრიკა ევროპის წინააღმდეგ. პარტია "ფეისბუქის" მომხმარებლებს სთხოვს, რომ ეს კოლაჟი გააზიარონ, თუ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ საფრანგეთის ნაკრები აფრიკის ერთა თასზე უნდა თამაშობდეს და არა ევროპის ჩემპიონატზე. ისლანდიის ფეხბურთის ფედერაცია უკვე გამოეხმაურა ამას და კოლაჟს საზიზღრობა უწოდა.

სანჩესი გი რუს უჩივლებს
პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი რენატო სანჩესი (გნებავთ, სანშეში) ფრანგ სპეციალისტ გი რუს სასამართლოში უჩივლებს, - წერს "დიარიო დუ
ნოტისიასი". გი რუმ განაცხადა, რომ სანჩესი კი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის 18 წლის არაფრით იქნება, დაახლოებით 23-24 წლის გახლავთო. 77 წლის გი რუს ამ განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ფეხბურთელმა კი უკვე სთხოვა თავის ადვოკატს, მოამზადოს საბუთები საჩივლელად.

პედრო დელ ბოსკეს საუკეთესოს უსურვებს
ესპანელმა ფორვარდმა პედრო როდრიგესმა კიდევ ერთხელ მისცა მედიას კომენტარი. ეს მას მერე მოხდა, რაც ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, ევროპის ჩემპიონატის დროს პედროს გამონათქვამები ძალიან არ მომეწონა, მაგრამ ამას სიტუაცია ნაკრებში არ აურევიაო. მაშინ პედრო სათადარიგოს როლით იყო უკმაყოფილო ნაკრებში. "მიუხედავად ყველაფრისა, რაც ითქვა, დელ ბოსკესთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მას საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ ძალიან კარგი მომენტები გვქონდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთად. სამწუხაროა, რომ დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებიდან წავიდა", - განაცხადა პედრომ.

რატომ ეცვა ორივე ნაკრებს საგარეო ფორმა?
პორტუგალიის ნაკრებისა და უელსის ნახევარფინალურ მატჩში ერთი უცნაურობა თვალშისაცემი იყო - ორივე გუნდს საგარეო ფორმა ეცვა. ტექნიკურად მასპინძელი პორტუგალია ითვლებოდა, მაგრამ მას არ ემოსა ჩვეული მუქწითელი მაისურები. საქმე ისაა, რომ მატჩის წინ მსაჯს, იონას ერიქსონს არ მოეწონა გუნდების მაისურების შეფერილობა, ორივე მუქად ჩათვალა და განაცხადა, რომ მაყურებლები დაიბნეოდნენ. მან გამოიყენა ფეხბურთის წესებით მინიჭებული უფლება და პორტუგალიის ნაკრებს სათადარიგო ფორმის ჩაცმა მოსთხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ათეული წლების წინ საფრანგეტმა ფრანგებად დაწერა და მოქალაქეობა მისცა მასიურად მაგთ,ამით გაზარდეს საფრანგეთის მოსახლეობა ,რადგან შემცირება აღინიშნებოდა მოსახლეობის.მათ ხარჯზე გააკეთეს ეს.ევროპის მომავალი მაგათია ძალიან ცოტა ხანში.
0
ათეული წლების წინ საფრანგეტმა ფრანგებად დაწერა და მოქალაქეობა მისცა მასიურად მაგთ,ამით გაზარდეს საფრანგეთის მოსახლეობა ,რადგან შემცირება აღინიშნებოდა მოსახლეობის.მათ ხარჯზე გააკეთეს ეს.ევროპის მომავალი მაგათია ძალიან ცოტა ხანში.
0

სიახლეები პოპულარული