"რომა" პსჟ-ის ორი ფეხბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
იტალიურმა "რომამ" პსჟ-ის ორი ფეხბურთელი, ლეანდრო პარედესი და რენატო სანჩესი დაიმატა. პირველმა მათგანმა გასული სეზონი იჯარით "იუვენტუსში" გაატარა, ახლა კი "ჯალოროსიმ" 25 წლის არგენტინელი 4 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

რაც შეეხება სანჩესს, პორტუგალიელი "ოლიმპიკოზე" 1-წლიანი იჯარით იბურთავებს, რომლის ღირებულებაც 1 მილიონი ევრო იქნება.

თუ ის შეხვედრების 60%-ში მაინც მიიღებს მონაწილეობას, "რომას" მისი 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული