- ევრო 2016. 1/2-ფინალი. გერმანია-საფრანგეთი: გრიზმანმა იფრინა, საფრანგეთი ფინალშია [VIDEO]
"საერთო ჯამში, ეს კარგი ტურნირი იყო ჩვენთვის. ამ გუნდს შესანიშნავი ენერგია აქვს, ყველა ბევრს მუშაობდა. მატჩებში დავამტკიცეთ, რომ გუნდური სულისკვეთება გვაქვს. გამაოცა იმ ფეხბურთელების მხარდაჭერამ, რომლებიც მოედანზე არ გადიოდნენ.
ბევრი რამ უნდა გავაანალიზოთ, მაგრამ შეცდომები ამ ტურნირზე ბევრი არ გვქონდა. საერთო ჯამში, ბრწყინვალე გუნდი გვყავს.
საფრანგეთზე უკეთ ვთამაშობდით. უკეთესები ვიყავით ორთაბრძოლებში, ბურთის კონტროლში, მაგრამ სამწუხ
გვქონდა მომენტები, მაგრამ გუნდმა ისინი ვერ გამოიყენა.
არ გაგვიმართლა. 2010-სა და 2012-ში დავმარცხდით მეტოქეებთან, რომლებიც ჩვენზე უკეთესები იყვნენ, მაგრამ დღეს ასე არ იყო. ფრანგებზე უკეთესები ვიყავით.
რთული იყო ტრავმირებული ფეხბურთელების, გომესისა და ხედირას შეცვლა და ასევე, დისკვალიფიცირებული ჰუმელსის. შემდეგ ბოატენგიც დაიმტვრა.
ბიჭებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც მე ვუთხარი. მათი დადანაშაულება უადგილოა.
ფრანგები პრესინგს თითქმის არ მიმართავდნენ. ნახევარდაცვაში ვდომინირებდით. ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ მაინც ვერ გავიტანეთ.
ვფიქრობ, საფრანგეთი პორტუგალიას მოუგებს. პორტუგალიელები ევრო 2016-ზე არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებიან.
მომავალზე საუბარი მიჭირს. ახლა იმედგაცრუებული ვარ შედეგით. ჯერჯერობით ნაკრებში ჩემს მომავალზე არ ვიფიქრებ.
რთული სათქმელია, როგორ გავუმკლავდები ამ მარცხს. არ ვფიქრობდით იმაზე, თუ რა უნდა გვექნა მარცხის შემთხვევაში.
რამდენიმე დღე დავისვენებ და შემდეგ სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ", - თქვა ლიოვმა.
მომზადებულია uefa.com-სა და BBC-ის მიხედვით