დიდიე დეშამი: არ ვიცი რა უნდა ვთქვა...

AutoSharing Option
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძელი ფრანგები პორტუგალიის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ - 0:1.

- პორტუგალიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია!

"საკუთარ კედლებში ზეიმის დიდი შანსი გავუშვით ხელიდან. ძალიან იმედგაცრუებული ვარ და არ ვიცი რა უნდა ვთქვა, სიტყვები არ მაქვს. დრო დაგვჭირდება ამ ყველაფრის გადასალახავად.

ერთად ვიგებდით და ერთად - ვაგებდით. შესანიშნავი იქნებოდა, თუ მოვიგებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ", - განაცხადა ფრანგმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახლა ხომ შეწყვიტა უსახური კომენტარების გაკეთება.ფინალამდე ისეთი განცხადებები აკეთა იმსახურებდა მარცხს.ასეთი ქედმაღალი მწვრთნელი არ უნდა იგებდეს არაფერს.ალბათ მოიგებდა ასეთი კომენტარებისგან თავი რო შეეკავებინა,ჯერ ისიც ყოფნიდა ბევრი კარგი ფეხბურთელი რომ დატოვა ევროს მიღმა(ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი აზრია,ზანლიან მინდოდა მენახა ბენ არფას თამაში).ვულოცავ პორტუგალიას გამარჯვებას,რონალდომ დაიმსახურა ეს.იმედია მუნდიალს თუარა მესი კოპას მაინც მოიგებს.(მანჩესტერის გულშემატკივარი):D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული